სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კირჩხიბსა და ქალწულთან ერთად, ვინ არის ყველაზე წარმატებული ამ კვირაში - რა მოხდება შაბათ-კვირას და ვის უნდა იყოს ფრთხილად?
29-06-2020
-
+


დედამიწა დადებით ენერგო ველშია. შაბათ-კვირას გველის მთვარის დაბნელება და ამით დაბნელებების დერეფანი მთავრდება. მხოლოდ ეს ორი დღე იქნება საფრთხილო, დანარჩენი დღეები კარგია.

ვისაც მთვარის დაბნელებას აქვს დაბადების დღე, სასიკეთო ცვლილებები ელით.

დღეს და ხვალ ფრთხილად იყავით მოლაპარაკებებთან, მოტყუების ალბათობა დიდია.

1 ივლისს, ოთხშაბათს, სატურნი თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადადის და უკან მოძრავია. ცოტა დაძაბავს სიტუაციას პოლიტიკასა და კარიერაში.

კვირა დილას სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთდროულად ხდება. ყველას მართებს ყურადღება, თუმცა განსაკუთრებით რისკ-ფაქტორები არიან: კირჩხიბი, თხის რქა, სასწორი და ვერძი. ახალი არაფერი დაგეგმოთ, მშვიდად და პოზიტიურად გაიარეთ ეს დღეები.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: ბევრი რამე გინდათ, თუმცა თქვენ ორგანიზმს არ აქვს ამდენი შესაძლებლობა. ენერგოტონუსი გიქვეითდებათ. გადადით ცხოვრების მშვიდ რიტმში, ზედმეტს ნუ ინერვიულებთ. თუმცა საქმიანი კუთხით წარმატებული პერიოდია, თუ გეგმაზომიერად იმოქმედებთ.

კურო: ერთ-ერთი ფავორიტი ხართ ამ კვირის. შარმი, ქარიზმა, შემოქმედებითი ნიჭი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ურთიერთგაგების უნარი - ეს ყველაფერი მაღალ დონეზე გაქვთ. ყველა დონეზე კარგად იმოქმედეთ, გააქტიურდით.  

ტყუპები: ფულის ხარჯვისადმი ლტოლვა გაქვთ, არ არის ეს პერიოდი ამისთვის კარგი. ძალიან ბევრს დახარჯავთ და უფულოდ დარჩებით. ზომიერება დაიცავით. ენერგოტონუსიც გიმცირდებათ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. ასევე ყურადღებით იყავით ზედმეტ საუბართან, შეიძლება ისეთი რამე გათქვათ, რასაც თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ. სხვებს მოუსმინეთ, ნაკლები ისაუბრეთ.

კირჩხიბი: მთავარი ფავორიტი ხართ. აქტიურები ხდებით. პირადი ურთიერთობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საუკეთესო დროა. შანსები გაქვთ მაღალი, ყველაზე პოზიტიური ნიშანი ხართ თქვენ. მხოლოდ შაბათ-კვირას გმართებთ სიფრთხილე.

ლომი: ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ. ჭორები, ინტრიგები, კონკურეტული ბრძოლები გიაქტიურდებათ, თქვენ კი გეზარებათ ყველაფერი. მშვიდ რიტმზე გადადით.

ქალწული: ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხართ, ფორტუნა თქვენ გიღიმით. ნებისმიერ წვრილმანსაც კი სწორად გადაწყვეტთ. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ საკუთარ თავს, სხვებსაც დაეხმაროთ. მატერიალურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ.

სასწორი: ენერგოტონუსი კი კლებულობს, მაგრამ საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერიოდია. არ გაქვთ ამ მხრივ მოდუნების უფლება. თქვენი შინაგანი შარმი, დიპლომატიურობა,  ესთეტიზმი მოლაპარაკებების სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ. შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვის კარგი დროა.

მორიელი: ძალიან წარმატებული ხართ, აქტიური და ენერგიული ხართ. ფინანსური და კარიერული კუთხით კარგი დროა. შარმი, შრომისუნარიანობა მაღალ დონეზე გაქვთ. ზუსტი არჩევანი და ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ.

მშვილდოსანი: ენერგოტონუსი დაბალია. თქვენი გამოცდის პერიოდია. შვილებთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება გმართებთ, კონფლიქტის ალბათობა მატულობს. ფინანსურ ხარჯებს მოერიდეთ.

თხის რქა: წარმატებული ხართ ამ კვირაში. ორგანიზატორული ნიჭი, შეუპოვრობა, ნებისყოფა, კარგ შედეგებს გაძლევთ. ყველა მხარში გიდგათ. შანსები წარმატების პროფესიული და ფინანსური კუთხით მაღალია.  გახსნილი ხართ სამყაროსთვის და სამყაროც გახსნილია თქვენთვის.

მერწყული: თქვენი ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, თუმცა საქმის კუთხით კარგი დროა. ზედმეტი გადატვირთვისგან თავი შეიკავეთ, მშვიდად იმუშავეთ. კონტაქტების გაუმჯობესება და საქმეში წინსვლა შეგიძლიათ.

თევზები: წარმატებული ნიშანი ხართ. ყველაფერი გამომდგით სახლშიც და სამსახურშიც. ფინანსური და შემოქმედებითი კუთხით ძალიან კარგი დროა. რომანტიული კონტაქტებისთვისაც კარგი პერიოდია, მიმზიდველები ხართ.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

სკოლის დირექტორმა წახალისების მიზნით სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საგაკვეთილო პროცესში გაცდენები

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება