| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე მე-5 კლასის მოსწავლე ანასტასია დოლიძე ეკოკონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ორგანიზაციამ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებისათვის და მათი ოჯახების ჩართულობით, ეკოკონკურსი ჩაატარა. კონკურსის სლოგანი იყო - „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“. ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე 160-ნა მონაწილემ წარადგინა გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი საკომუნიკაციო მასალა და პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალური ხედვა.
პროექტი განხორციელდა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და თანადგომით. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანასტასია დოლიძე, რომლის ნამუშევარმა, პრობლემიდან გამომდინარე, ჟიურის მხრიდან რეზონანსი გამოიწვია.
ორგანიზაცია - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კოორდინატორმა გურიის მხარეში, ნინო ცეცხლაძემ ანასტასიას სერტიფიკატი და საჩუქრები პირადად გადასცა.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“