სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ჭკვიანი თაობა ხართ და სირთულეების გამკლავებას ამჯერადაც შეძლებთ!“ - სკოლის დირექტორების და დამრიგებლის სურვილები და რჩევები აბიტურიენტებს
26-06-2020
-
+


აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები და მასწავლებლები რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი:

​„ჩემო საყვარელო სკოლის კურსდამთავრებულებო და ამავე დროს აბიტურიენტებო, რთული სასწავლო წლის შემდეგ არანაკლები სირთულის, თუ მეტი არა, ეროვნული გამოცდები გელოდებათ, გარკვეული შეზღუდვებით. დამიჯერეთ ეს თქვენთვის გამოწვევაა, რომელსაც ისევე წარმატებით დაძლევთ, როგორც სასწავლო წელი დაძლიეთ. თქვენ ჭკვიანი თაობა ხართ და სირთულეების გამკლავებას ამჯერადაც შეძლებთ! მთავარია დროის ფასი გააცნობიეროთ და გონივრულად თქვენთვის ამუშაოთ. და რაც მთავარია, დაძლიეთ ყოველგვარი ნერვიულობა და ამაყად შედით საგამოცდო ცენტრში, მობილიზებულები! მე მჯერა თქვენი და თქვენი წარმატების!.. მჯერა, რომ კვლავაც ასახელებთ თქვენს მშობლიურ სკოლას, სოფელს!...
კიდევ ერთხელ, წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე...დიდი სიყვარულით თქვენი სკოლის დირექტორი...“

დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე:

„ვუსურვებ მშვიდ, გრილ გარემოში წარიმართოს გამოცდები, კორონასვისურისის გამო, კარგი იქნება, ისხდნენ დისტანციურად და უსაფრთხოდ, ვუსურვებ მოთმინებას, გამძლეობას და მომავალ ახალ ცხოვრებაში წარმატებებს“. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის, მე-12 კლასის ხელმძღვანელი მაია კირვალიძე:

აბიტურიენტებო! თქვენ დაასრულეთ ცხოვრების პირველი ეტაპი - უზრუნველი ბავშვობის პერიოდი, ახლა კი დროა ცხოვრების ახალ გამოწვევებს შეხვდეთ შემართებით და იმედიანად.

სულ რამოდენიმე დღე გაშორებთ ეროვნული გამოცდების ვნებათაღელვისგან, ნუ შეშინდებით და ნუ დაითრგუნებით, იმ ახალი ფორმატითა და რეგულაციებით რამაც, ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს შეუცვალა ჩვეული ცხოვრება. ამიტომ გთხოვთ, პირბადე თუ რამოდენიმე საათით კონდიცირების გარეშე ჯდომა ნუ ჩააქრობს თქვენში იმ პოტენციალს, რაც გაქვთ. გააკეთეთ შესაძლებლობის მაქსიმუმი და იფიქრეთ პოზიტიურად. მე ვეთანხმები ზიგმუნდ ფროიდს, რომელიც ამბობს: „რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, არასოდეს იფიქრებდით ნეგატიურად!“ გთხოვთ, ასე იფიქრეთ თქვენც!.. გისურვებთ წარმატებებს!“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება