| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ვარდიძე გრაფიკული პოსტერების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მას სერტიფიკატთან ერთად სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისათვის გრაფიკული პოსტერების კონკურსის, სახელწოდებით „ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ მონაწილეები დააჯილდოვა.
შერჩეულმა საუკეთესო პოსტერების ავტორებმა ღონისძიებაზე თავად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და ბუნებასთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე. მონაწილეების მიერ 100-მდე საკონკურსო საინტერესო და ორიგინალური პოსტერი იქნა წარმოდგენილი. მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი წვლილი შეეტანათ 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.
ჟიურის მიერ გამოვლენილ სამი საუკეთესო პოსტერის ავტორი სერტიფიკატთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული კონკურსანტებიდან ერთ-ერთი არის არლის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დავით ვარდიძეა. ვულოცავთ დავითს და მის ბიოლოგიის მასწავლებელს ნინო კაჭკაჭაშვილის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“