სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა რომ დისტანციური სწავლის პროცესი შედგა და საკმაოდ წარმატებულად“- დარკვეთის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს
25-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ჭიათურის მინიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წელს აჯამებს.

„დასრულდა სასწავლო წელი, თუმცა სამინისტრო სკოლებთან მუშაობას არ წყვეტს, მუშაობა და შეჯამება გვიწევს დისტანციური სწავლების დროს წარმოქმნილი სირთულეების აღმოსაფხვრელად, მოზარდის სასკოლო ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგისა და მშობლის ერთობლივი როლი. მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის განვითარებაზე, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე. საინტერესოა, როგორ უწყობს ხელს მასწავლებელს მოზარდთან ურთიერთობაში მშობელთან აქტიური თანამშრომლობა „ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“- ეს სიტყვები შეესაბამება ჩემი სკოლის მშობლებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს რადგან მათი ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა რომ შედგა დისტანციური სწავლის პროცესი და საკმაოდ წარმატებულად. ჩვენთვის გამოწვევაა იყო დისტანციური სწავლების პროცესი ამ პერიოდში სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი პროექტი მათ შორის 26 მაისის ღონისძიება, 14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი, სამედიცინო პერსონალის მიმართ სამადლობელი ვიდეოკოლაჟი, სახალისო ქიმიიდან „ქიმიური ელემენტები“. ასევე მივიღე მონაწილეობა როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ პროექტში - „ეს ქვეყანა შენია“ - პროექტის სათაურით - „გაიზიარე პასუხისმგებლობა“, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გახდა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი გამარჯვებული. მე-12 კლასი „ბოლო ზარის“ გარეშე, თუმცა ემოციურად გავაცილეთ სკოლიდან. „თითქოს გუშინ იყო, რომ შემოაბიჯეს სკოლის კარი. მაშინ ერთმანეთს ხელი მაგრად ჩავჭიდეთ და ყველა ერთად გავუდექით მომავალის გზას. ბევრი მოგონებაა, რომლის გახსენებაც განსაკუთრებულად განგვაწყობს და მოგვაგონებს ერთმანეთს. ჩვენ ბევრი შრომა ჩავდეთ რომელიც მჯერა გამოიღებს უტკბილეს ნაყოფს. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების გამო დისტანციურად მოგვიწია „ბოლო ზარის“ აღნიშვნა. თუმცა, იმავე ემოციებით აღვივსეთ, როგორც ეს სხვა წლებში ხდება ხოლმე. მშობლების დიდმა სურვილმა და მონდომებამ შედეგად მოგვცა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და ნდობის ამაღლება სკოლისა და სწავლებისადმი. ვცდილობთ, რომ ყველა გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებით და მათი მხარდაჭერით მიიღებოდეს. ამასთანავე, ჩვენს სკოლაში მშობელი ჩართულია საკუთარი შვილის სასწავლო პროცესის არა მხოლოდ დაგეგმვის, არამედ განხორციელების პროცესში. მშობელი სკოლასთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას დისტანციური სწავლის პროცესში. მსგავსი გამოწვევების წინაშე მყოფი მოსწავლე მომავალში ჩამოყალიბებულ და პროფესიონალ პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდეს რადგან მომავალი თაობა ხომ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის მოწოდებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება