სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით!“-ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა კოსტავა XII კლასელებს ემოციურად გამოემშვიდობა
25-06-2020
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა კოსტავა XII კლასის მოსწავლეებს ემოციურად გამოემშვიდობა. დირექტორმა კურსდამთავრებულებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სწორედ მოსწავლე–მასწავლებლის ასეთი ურთიერთობა წარმოშობს სიყვარულს.

„გადიან წლები, გადიან ჩქარა... მახსოვს... იქნებ მესიზმრა კიდეც, მაგრამ არა ... დანამდვილებით ვიცი, რომ ცხადი იყო და ყველაფერი ასე დაიწყო...

სექტემბრის მზიანი დილა, ქათქათა თეთრი პერანგები, დედას ამოფარებული შეშინებული, დამფრთხალი, ზოგის კიდე მოციმციმე თვალები... მახსოვს... მახსოვს ბევრი საინტერესო და ბედნიერი დღე თქვენთან ერთად... სწორედ მე ვიყავი მომსწრე, როგორ შეისვით მხრებზე იაკობის ჟღურტულა ჩიტები, როგორ შეიგრძენით ვაჟას „მთის წყაროს“ ჩუხჩუხი და ყველასაგან მიტოვებული „ხმელი წიფლის“ ტკივილი... ცხოვრობდით ნოდარ დუმბაძის გმირებთან ერთად, იზიარებდით უსინათლო ხატიას ბედს და ხმაურობდით მხიარულ ბოშებთან ერთად. ეფერებოდით და თბილი, სამადლობელი სიტყვებით გულს უთბობდით ღირსეულ წინაპრებს, უსაყვარლეს ბებია-ბაბუებს, რომელთა ღვაწლი უდიდესია თითოეული თქვენგანის აღზრდაში...

გუშინ ბოლო გაკვეთილი გვქონდა, უცნაური ემოცია დამეუფლა, თავს ძლივს მოვერიე, მინდოდა, თითოეულისთვის უთქმელი არაფერი დამრჩენოდა, ცოტაც და ცრემლებს ვეღარ შევაკავებდი...სხვაგვარად წარმომედგინა ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულება თქვენთან... საუკეთესოები, გონიერები, ჭკვიანები, მიზანდასახულები და ყველაზე კარგები ხართ !!! „საუკეთესო ჯგუფი“ - მინდა, ეს სტატუსი ბოლომდე თქვენ გეკუთვნოდეთ! აქ შეხვდებით ათასნაირი პროფესიის დაუფლების სურვილით შეპყრობილ ადამიანებს: ექიმებიო, მასწავლებლებიო, იურისტებიო, ინჟინრებიო, დიზაინერები, მხატვრები და მუსიკოსებიო, სპორტსმენებიო...

წარმატებები მინდა გისურვოთ სწავლების ახალ ეტაპზე. თამამად შემიძლია ვთქვა, ყველა საჭირო უნარი გაქვთ, რომელთა საშუალებითაც იოლად მოახერხებთ წარმატებების მოპოვებას! ძალიან მიყვარხართ, სიკეთესა და ბედნიერებას გისურვებთ და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით!!!“-წერს მაკა კოსტავა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება