სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, თქვენს სიტყვას იტყვით საქართველოს გამთლიანების, აღზევებისა და გაბრწყინების საქმეში!“-ჯუმის საჯარო სკოლის XII კლასელებს დირექცია გამოემშვიდობა
25-06-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს დირექცია და მასწავლებლები დისტანციურად გამოემშვიდობნენ. სკოლის ადმინისტრაციამ წერილი გაავრცელა, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გზა დაულოცა და თბილი სიტყვები მიუძღვნა.

„ჯუმის საჯარო სკოლის უსაყვარლესო და მონატრებულო მე-12 კლასელებო: თეონა ახალაია, კესო დარასელია, სალომე ებრალიძე, ნელიკო ზარქუა, საბა კიკალიშვილი, დავერი პირველი, მარიამ როგავა, რეზიკო ჯაბუა, სანდრო შეროზია, ანნა დარასელია - გილოცავთ დღევანდელ დღეს! 

წინსვლა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრების გზაზე!
არ დაივიწყოთ „ვისი გორისა ხართ“! მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი თავი მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით. თქვენს უკან თქვენი ოჯახი, თქვენი სკოლა, თქვენი სამშობლო დგას! თქვენი წარმატება თუ წარუმატებლობა მათზე აისახება. სწორედ ამიტომ თქვენი ვალია: აღიჭურვოთ სათანადო ცოდნით, თქვენში განავითაროთ ის უნარ-ჩვევები, რაც ჩამოგიყალიბდათ სკოლაში სწავლის პერიოდში და შეძლოთ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. 

არასდროს დაივიწყოთ ის ცოდნის ტაძარი, რომლის ეზოშიც პირველად შემოდგით ფეხი და სადაც თქვენმა პირველმა ნონა მასწავლებელმა გულში ჩაგიხუტათ და ასე ჩახუტებულად გაგიღოთ საიდუმლო კარი - ცოდნის საოცარ სამყაროში შესაბიჯებლად. არასდროს დაივიწყოთ თქვენი მასწავლებლები, რომლებიც თქვენი თვალსაწიერის გაფართოებაზე, ინტელექტის ამაღლებაზე ზრუნავდნენ. 

არ დაივიწყოთ და გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ სიყვარული და სკოლის მერხიდან დაწყებული მეგობრობა ყველაზე მთავარი და ამაღლებული გრძნობაა ცხოვრებაში.

მუდამ გქონოდეთ ქვეყნისა და ერის წინაშე საკუთარი ვალდებულებების, უფლება-მოვალეობების გაცნობიერების, ადამიანების დაფასების, ფაქტებისა და მოვლენების შეფასების ნიჭი და უნარი.

არ დაგეკარგოთ რწმენა და მომავლის იმედი! თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი ხართ! გვჯერა, რომ თქვენ, თქვენს სიტყვას იტყვით საქართველოს გამთლიანების, აღზევებისა და გაბრწყინების საქმეში! გვიყვარხართ და გვეიმედებით! ღმერთი ყოფილიყოს თქვენი შემწე და მფარველი!“-ნათქვამია სკოლის დირექციის მილოცვაში.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება