სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მასწავლებელი, როგორც გმირი​ - როგორია თვითიზოლაციის დროს მშობლების თვალით დანახული პედაგოგები? 
06-10-2020
-
+


თვითიზოლაციამ ბევრი რამ შეცვალა, კერძოდ, მშობლებმა მასწავლებლის შრომა მეტად დააფასეს და ხშირ შემთხვევაში დისტანციურ სწავლებისას პედაგოგების დამხმარე გახდნენ. ბევრმა ახლებურად დაინახა ის, რასაც მარტივ საქმედ თვლიდა, რაღაცას კი მოცემულობად მიიჩნევდა - ამის შესახებ დასავლურ პრესაში აქტიურად წერენ.

რა აღმოჩნდა გმირული მასწავლებლის პროფესიაში თვითიზოლაციის დროს:

იყო მისაბაძი მაგალითი

კარანტინის შემდეგ ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები მასწავლებლებს ბაძავენ. ისინი მოიხსენიებენ მას როგორც ადამიანს, რომელსაც ცოდნაზე მონოპოლია აქვს. მაგალითად, ​ამერიკულ ოჯახში, დიზაინერ ნაითს და მეცნიერებათა დოქტორ ლეისის  გაუჭირდათ შვიდი წლის ქალიშვილის დარწმუნება, რომ მათ იციან, როგორ შეკრიბონ ორნიშნა რიცხვები. რადგან ისინი რაღაცას ისე არ ამბობენ, როგორც მათი მასწავლებელი. და ეს მაშინ როცა, გავრცელებული აზრით, თანამედროვე ბავშვებს ავტორიტეტები არ ჰყავთ, პედაგოგი მათთვის ცოდნის ერთადერთი წყარო არ არის და ინტერნეტში ბევრ საინტერესოს ეძებენ. ​

შედეგად, დედებმა და მამებმა გაიგეს მეტი იმის შესახებ, რომ პირველი მასწავლებლის პიროვნება ბავშვზე საოცრად მოქმედებს. ისინი ცდილობენ მას ჟესტებით და ფრაზებითაც კი მიბაძონ. სახლში ბავშვები ძმებთან და დებთან სკოლობანას თამაშობენ სწორედ იმ ფრაზებით, რომლებიც კლასიდან კარანტინამდე შეისრუტეს. ბავშვები ხშირად ასეთივე ქცევას ითხოვენ მშობლებისგან. რა თქმა უნდა, ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეებს პედაგოგისადმი სიმპატია აქვთ, ისინი მას საინტერესოდ თვლიან, მისი სჯერათ და უყვართ. ასე, რომ მასწავლებლობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ამდენად დიდი გავლენა აქვს ბავშვზე.

ყურადღება მიაქციო თითოეულს და მთელ კლასს

თვითიზოლაციაში მასწავლებლის რეჟიმში აღმოჩენილმა მშობლემა მასწავლებლის შრომა მეტად დააფასეს. 

ამერიკელი მასწავლებელი ჯეს ჰაგოფიანი თვლის, რომ გაცილებით მარტივია ასწავლო 30 ბავშვს, ვიდრე მთელი დღე ორი ბავშვი ამეცადინო. ხოლო მასწავლებელი სილვინა ფერნანდო დარწმუნებულია, რომ გაკვეთილის მეთოდიკის შესახებ ცოდნის გარეშე ორ ქალიშვილს ვერ გაუმკლავდებოდა. მშობლები, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ თავის შვილებს დამატებითი ცოდნის გარეშე, ხშირად იკარგებიან. ხოლო ბელფასტში წმინდა პატრიკის კოლეჯის დრამატული ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი სიარან ო ჰალორანი თვლის, რომ თვითიზოლაციაში, ნათელი გახადა: რამდენად დიდი დრო და ენერგია მიდის სკოლაში დიდი კოლექტივების სამართავად. დისტანციურ სწავლებისას ეს დრო იზოგება, ხოლო მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ თითოეულ მოსწავლეს, რაც კლასში ყოველთვის ვერ ხერხდება. 

იყო მოქნილი

ბუენოს-აირესელი მასწავლებელი, ქალბატონი ნეოლია მე-6-მე-7 კლასებში ასწავლის, მისი ქალიშვილი კი დაწყებით სკოლაში სწავლობს. ქალმა შვილის სახლში მეცადინეობების დროს ნახა, რამდენად მოსაწყენია ბავშვებისთვის ტრადიციული დავალებები, როგორ არ მოსწონთ საშინაო დავალების შესასრულებლად ჯდომა და რამდენად რთულია უბიძგო მათ კითხვისკენ. როგორც დედა ის მიხვდა, რომ მასწავლებელმა უნდა გამოიჩინოს მოქნილობა, რომ დავალებები იყოს ორიგინალური და მარტივი. მაგალითად, ნაცვლად იმისა რომ ბავშვებს ტექსტი წასაკითხად გაუგზავნოს, იგი მას გამომხატველობით კითხულობს, სპეცეფექტებით ამკობს და მოსწავლეებს YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს სახით უგზავნის.

გააკეთო ახლებურად ის, რასაც უკვე მრავალი წელი ტრადიციულად აკეთებდი - ამისთვის განსაკუთრებული გარჯაა საჭირო და ვისაც ეს გამოსდის - ნამდვილად გმირია. 

სასწავლო რესურსების დამზადება

ბევრი მშობელი, რომელსაც სკოლის მიერ შეთავაზებული დისტანციური სწავლების ხარისხი არ მოსწონთ, თავად ცდილობენ მოსწავლეებისთვის საინტერესო შემეცნებითი აქტივობები მოიძიონ. და სწრაფად ხვდებიან, რომ ხარისხიანი სასწავლო მასალების მოძიება შესაძლოა იყოს ძალიან რთული.

მშობლები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს - საინტერესო რესურსებს, პროგრამებს, საგანმანათლებლო თამაშებს და წიგნებს უზიარებენ. მოსწავლეების ყურადღების მისაპყრობად საჭიროა მრავალფეროვანი ვიზუალური დამხმარე რესურსები, დავალების მოდელირებისთვის საჭირო ნივთები და ა.შ. ყველაფერი ეს კი თავად უნდა მოიძიო და შეიძინო ან თავად დაამზადო. ეს კი მასწავლებლის სამუშაოს კიდევ ერთი უხილავი ნაწილია -  ისინი ხომ ყველაფრის დიდოსტატები არიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება