სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა ცხოვრების ჯანსაღ წესზე ვიდეორგოლი მოამზადეს
24-06-2020
-
+


ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის VIIბ კლასში მოქალაქეობის გაკვეთილზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცხოვრების ჯანსაღ წესზე საუბარმა.

საგნის მასწავლებელი ნინო დათაშვილია, კლასის ხელმძღვანელი - მარინე ჭიშვილი.

„მოსწავლეებმა განიხილეს და გაანალიზეს თუ რა არის აუცილებელი ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად და რამდენად მნიშვნელოვანია ამის დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის...მაგრამ ეს არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მათ საკუთარი მოსაზრების სხვისთვის გაზიარება გადაწყვიტეს და ამისთვის, როგორც სჩვევიათ ხოლმე - საინტერესოდ, გამორჩეულად, შემოქმედებითად მიუდგნენ საქმეს და ძალიან სახალისო და ინფორმაციული ვიდეორგოლი გადაიღეს ჩვენთვის.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მაღალი აქტიურობა და შემოქმედებითობა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქმის სიყვარული ყველგან და ყველანაირ პირობებში მოგცემს ძალას სიკეთის კეთებისა“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება