სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „დავითიანი“ პროექტში -„ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა-სკოლებისა და თემების დაკავშირება“ მონაწილეობს
23-06-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანი“ 2019-2020 სასწავლო წელს ჩაერთო პროექტში - „ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა-სკოლებისა და თემების დაკავშირება“, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული 8 სკოლის დირექტორი და მასწავლებლები საქართველოს 4 მუნიციპალიტეტიდან.

პროექტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა სკოლების როლის გაზრდას ადგილობრივ თემებში, კერძოდ, პროექტის ამოცანები იყო მასწავლებელთა კომპეტენციების გაუმჯობესება დემოკრატიული კულტურისთვის და სწავლების ინოვაციური ფორმების გაცნობით ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა. ასევე პროექტის ფარგლებში სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა მცირე სათემო პროექტი „ისწავლე და გამოცადე აქტიური მრავალეთნიკური მოქალაქეობა“ განახორციელეს.

პროექტი საერთაშორისო ასოციაცია „Civitas Georgica“ სამ ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ( Edukator Poland, Demnet Hungary და Agora CE Czech Republic) ერთად განახორციელეს. პროექტმა სხვადასხვა საქმიანობის ფარგლებში ოცდაათზე მეტი მასწავლებელი და 300-მდე მოსწავლე მოიცვა. პროექტმა შეძლო ორი მთავარი ამოცანის მიღწევა, სკოლების მასწავლებელთა კომპეტენციების ამაღლება მოსწავლეთა სასკოლო და სკოლის გარე ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და მათი დემოკრატიული, თანასწორი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ასევე უნიკალური შესაძლებლობა მისცა სკოლის მოსწავლეებს, გამოეცადათ სამოქალაქო მონაწილეობის ინოვაციური ფორმები, სასკოლო და სათემო პროექტების განხორციელებით, რაც მათი როგორც საზოგადოების აქტიურ წევრებად ფორმირებას სკოლის პერიოდშივე შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში სკოლამ განახორციელა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენლებთან, მასტერკლასები (ხელნაკეთი ნივთების შექმნა), დისკუსია, ვიქტორინები სხვადასხვა სკოლის ჩართულობით.

სკოლა „დავითიანის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას საზოგადოებაში, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, არსებული ბარიერების დამსხვრევას ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებსა და მშობლებს შორის.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება