სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისთვის“- ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ მადლობის წერილი გაავრცელა
23-06-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ სამადლობელი წერილი გაავრცელა. დირექტორმა 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა  და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, რესურსცენტრის უფროსს, სამინისტროს, მანდატურებს, სკოლის დარაჯებს, ექთანს და facebook-ის ადმინისტრატორს.

„გილოცავთ! უჩვეულო 2019-2020 სასწავლო წლის დასრულებას. საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევები, რომლთა წინაშეც თითოეული ჩვენგანი მსოფლიო პანდემიამ დააყენა, სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლამ წარმატებით დაძლია.

მადლობა თქვენ, ჩვენო მონატრებულო ბავშვებო! მადლობა გამძელეობისათვის, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც ეკრანებიდანაც კი გამოხატავდით.

მადლობა თქვენ, კონფერენციებსა და სასკოლო პროექტებში მაღალი აქტიურობისათვის, ასე რომ აოცებდა ჩვენი სკოლის გვერდის მნახველებს.

ბავშვებო, ნაყოფიერ და საინტერესო დასვენებას გისურვებთ!

მადლობა თქვენ, მასწავლებლებო, დამრიგებლებო, კათედრის ხელმძღვანელებო! თქვენი საქმის ერთგულებისთვის, გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის, თანადგომისა და თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითისთვის.

მადლობა ჩვენს მშობლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

მადლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისათვის, აქტიურობისა და ერთგულებისთვის.

მადლობა ახალციხის რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს, თავის გუნდთან ერთად იმ თანადგომის, მხარდაჭერის, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც არასდროს იშურებენ ახალციხის N5 საჯარო სკოლისთვის.

მადლობა ჩვენი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ყველა იმ პროექტისა და რესურსისთვის, რომლებსაც ოპერატიულად ვიღებდით, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩენილიყო სასწავლო პროცესის მიღმა.

მადლობა ჩვენი სკოლის მანდატურებს სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის, მხარში დგომისთვის, ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისათვის.

მადლობა ჩვენი სკოლის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ.

მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დარაჯებს, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში ერთი წუთითაც არ მიუტოვებიათ სკოლა და პანდემიის პირობებშიც კი პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.

მადლობა სკოლის ექთანს ყოველდღიურად მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და დამრიგებლებთან მუდმივი კომუნიკაციისათვის.

და ბოლოს, დიდი მადლობა ჩვენი სკოლის facebook-ის ადმინისტრატორს, მაია თათეშვილს, რომელიც მუდმივად ზრუნავს და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ასმაგად იხარჯებოდა ჩვენი სკოლის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება