სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
23-06-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა კოხრეიძე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს. 

დირექტორმა მისალოცი წერილი სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა. 

„ძვირფასო ბავშვებო, მასწავლებლებო, მშობლებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოგიკითხავთ ყველას! გილოცავთ სასწავლო წლის, ცოტა უჩვეულოდ, მაგრამ წარმატებით დასრულებას!
რამდენიმე თვის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასეთ უცნაურ და ფორსმაჟორულ ვითარებაში მოგვიხდებოდა სასწავლო პროცესის წარმართვა და დასრულება...მოგეხსენებათ, ადამიანის შესაძლებლობები განუზომელია, სწორედ ამ შესაძლებლობების წყალობით ჩავებით, ჩვენთვის ასეთ უჩვეულო - დისტანციური სწავლების ფორმატში. მართლაც, რომ ურთულესი სასწავლო წელი გვქონდა, ახალი გამოწვევებითა და პასუხისმგებლობით სავსე... თუმცა, ერთმანეთის თანადგომითა და დაუზარელი შრომით, ყველაფერი წარმატებით შევასრულეთ.
მინდა შორიდან მოვეფერო და მადლობა ვუთხრა ჩვენი სკოლის თითოეულ მოსწავლეს, რომლებიც პანდემიის პირობებში, ასე ბეჯითად და გულმოდგინედ ჩაერთნენ ონლაინ სწავლების რეჟიმში და პედაგოგებს ხელი შეუწყეს არა მარტო საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელ წარმართვაში, არამედ სხვადასხვა, სახალისო და შემეცნებითი ვიდეო-სიუჟეტების საინტერესოდ მომზადებაში, რითაც ძალიან გაგვიხალისეს გუნება-განწყობა ამ მეტად დაძაბულ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ძვირფასი მშობლების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე რთული იქნებოდა მსგავს სიტუაციასთან გამკლავება. ძვირფასო მშობლებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ გვერდში ედეგით თქვენს შვილებს, მასწავლებლებს, სკოლას არ გვაკლებდით მორალურ, ფიზიკურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა წუთითაც არ შეფერხებულიყო სასწავლო პროცესი, ზრუნავდით ერთმანეთის განწყობაზე.
მადლობა ყველა ჩვენს პედაგოგს, კლასის ხელმძღვანელს... განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს, ვისთვისაც ყველაზე რთული იყო ამ პრობლემასთან გამკლავება. ფასდაუდებელია მათ მიერ გაწეული შრომა და განხორციელებული არა ერთი კრეატიულ-შემეცნებითი პროექტები, რომლებიც ძალიან საინტერესო იყო...
კიდევ ერთხელ ვულოცავ მე-12 კლასელებს, მათ მშობლებსა და კლასის ხელმძღვანელს სკოლის დამთავრებას ! ვუსურვებ წარმატებულ და სიხარულით სავსე მომავალს!
ეს ერთგვარი გაკვეთილი და გამოცდა იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი შესაძლებლობების განსაზღვრისთვის, რაც წარმატებით ჩავაბარეთ...
მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი სირთულისა და დაბრკოლების წარმატებით გადალახვას შევძლებთ! ვიმედოვნებ, რომ მალე ყველა სირთულე ჩაივლის, დასვენებულები და ენერგიულები ჩვეულ რეჟიმში შევხვდებით ახალ სასწავლო წელს!
გისურვებთ ყველას მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს! თქვენი ლამარა მასწავლებელი“, - წერს ლამარა კოხრეიძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება