სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება მწვანე ტბაზე ექსკურსიით აღნიშნეს
22-06-2020
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. წელს სკლებში ბოლო ზარი ტრადიციულად არ დარეკილა, მოსწავლეებს ერთმანეთთან და მასწავლებლებთან გამომშვიდობება განსხვავებულად მოუწიათ. XII კლასელები მწვანე ტბას ესტუმრნენ და ეს დღე სამახსოვრო, ტკბილ მოგონებებს შემატეს.

„მწვანე ტბის, ახალი სეზონის პირველი სტუმრები. გილოცავთ ბავშვებო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. მუდამ წარმატებული და ბედნიერები იყავით. მადლობა დაუვიწყარი დღისთვის“,-წერს დირექტორი ლია ბოლქვაძე.

მე-12 კლასელებს გამოემშვიდობა კლასის ხელმძღვანელიც.

„წლევანდელი მეთორმეტე კლასელებისთვის და მათ შორის, ჩემი შალვა, ქეთი, ჯანო, თეონა ანა-სთვის ბოლო ზარი საუცხოო აღმოჩნდა. შექმნილი მსოფლიო სიტუაციიდან გამომდინარე, მათთვის ბოლო ზარი სკოლაში ვერ დაირეკა. ამიტომ დისტანციურად გაცილებთ ჩემო პატარა მეგობრებო. გილოცავ თქვენი ცხოვრების ყველაზე ლაღი და ფერადი ეტაპის გავლას და ცხოვრების ფართო გზაზე გასვლას. მომაგონდება და მომენატრება თქვენთან გატარებული წლები, რადგან უჩვეულოდ დამამახსოვრეთ თავი. მე მწამს და მჯერა, რომ წინ უფრო მეტი საინტეტესო და წარმატებული ცხოვრება გელით. იმედი მაქვს დააფასებთ თქვენი სკოლის, თითოეული პედაგოგის, მშობლის და ყველა მოკეთის ნდობას და კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდებით. გისურვებ მშვიდობიან ქვეყანაში გეცხოვროთ და სულ წარმატებული გზებით გევლოთ!”- აღნიშნავს მე-12 კლასის ხელმძღვანლი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება