სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინ კიდევ უფრო საინტერესო წლები გელით“ - თბილისის N24 საჯარო სკოლის პედაგოგი IV კლასელებს ემოციურად გამოემშვიდობა
18-06-2020
-
+


თბილისის N24 საჯარო სკოლის IV კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს ემოციურად, სიყვარულით და თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა და მათ ერთად გატარებული ოთხი წელი გაახსენა.

„გაზაფხულის ნიავივით ჩაიქროლა ოთხმა წელმა, ამ თბილ ნიავს გაყოლილი ფოთოლივით გაფრინდა და თვალს მიეფარა. ოცდამეოთხე სკოლის კედლებში ოთხი წელი უკვე გაატარეთ. ეზიარეთ ცხოვრების ანბანს. საოცრად მალე გავიდა სიხარულითა და სიყვარულით, შიშითა და მორიდებით აღსავსე, ეს ოთხი წელი. ეს დრო თქვენთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება. ეს არის თქვენი დაფრთიანების, პირველი ნაბიჯების, პირველი ფესვის გადგმისა და აღმავლობის პერიოდი.

პირველად გულისფანცქალით რომ მოხვედით პირველ კლასში, გახსოვთ?! შეშინებული თვალებითა და რაღაც ახლისა და დიდის მოლოდინში როგორ შეჰყურებდით ირგვლივ ყველაფერს, როგორ შემომციცინებდით თვალებში...

დაუვიწყარი დარჩება თქვენთვის და ჩემთვის 2016 წლის, სექტემბრის მზიანი დილა.

რა ძვირფასია ყველაფერი პირველი - პირველი ზარი, პირველი წიგნი, პირველი მეგობარი. პირველი მერხი, პირველი საკლასო ოთახი...გიმრავლოთ ღმერთმა, ყველაფერი სასიამოვნო და ლამაზი „პირველი“.

დღეს კი თვალწინ გვიდგას გაფრენილი ოთხი წელი...

დამილოცნიხართ, ჩემო პატარებო, წინ კიდევ უფრო საინეტერესო წლები გელით. ყოფილიყავით ყოველთვის ღირსეულნი, თავმდაბალნი, მონდომებულნი და მიზანდასახულნი. გაგყოლოდეთ ერთმანეთის სიყვარული, სითბო, გატანა და ატანა. გეცხოვროთ ღირსებით და სიკეთით სავსე გულებით.

იხარეთ და მეც გამახარეთ! თქვენი პირველი, ეკა, მასწავლებელი“,-წერს პედაგოგი,

თბილისის N24 საჯარო სკოლის IV კლასმა წარმოადგინა პროექტი: „4 წელი - 4 ფილმი“. მასწავლებელმა მოსწავლეთა მშობლებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ყველა მონაწილეს, ჩვენს ერთგულ, აქტიურ და უზომოდ ყურადგებიან მშობლებს. თუ რამ გამოგვივიდა კარგი, ეს თქვენი, ერთ გუნდად შეკრულობით, თანადგომითა და მცდელობით გამოგვიგვიდა! მადლობა თქვენ, ამ დაუვიწყარი, ერთად გატარებული ოთხი წლისთვის!

მადლობა ყველა იმ მასწავლებელს, ვინც დიდი შრომა გაწია ჩვენი ბავშვების აღზრდა-განვითარებაში.

დიდი მადლობა სკოლის დირექციას, ბატონ გიორგი კაკაბაძეს და ქალბატონ ეკა ბროლაძეს მუდმივად ჩვენი თანადგომის, თანაგრძნობის, მზრუნველობისა და ერთგულებისათვის”,-წერს პედაგოგი.

სოციალური დისტანცირების ჯერ ისევ არსებული აუცილებლობის გათვალიწინებით სკოლის მასწავლებლები აგრძელებენ ბავშვებთან ონლაინ რეჟიმში დამშვიდობებას და თავგადასავლების გაზიარებას! 

იხილეთ ფილმი - „კლასგარეშე აქტივობები“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

„ვულოცავთ, მასწავლებელსა და მოსწავლეებს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლოდ!“

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება