სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღრელის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა
17-06-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება „TEAMS-ში“, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კლასის ხელმძღვანელი ნინო შველიძე.

„მოსწავლეებმა  ღონისძიებაზე  წარმოადგინეს ძირითადად სამშობლოს თემაზე შექმნილი ლექსები და  სიმღერები.. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ამავე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც მიულოცეს მოსწავლეებს მეოთხე კლასის დამთავრება და უსურვეს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ჯანმრთელობა, წარმატებები და სასკოლო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. 

ღონისძიებაზე მოწვეული იყო ასევე ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, რომელმაც გზა დაულოცა მოსწავლეებს და საუკეთესო მომავალი, მშვიდობიანი არდადეგები და კარგი დასვენება უსურვა...

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელსა და მეოთხე კლასის მოსწავლეებს: ბარბარე ოქრომელიძეს, გივიკო იაძეს, ირაკლი ლომიძესა და ნიკოლოზ მაისურაძეს ლამაზი ღონისძიების ჩატარებისათვის.

სკოლის დირექტორმა ნონა ივანიძემ მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა იმის გამო, რომ მათ წარმატებით  დაასრულეს მეოთხე კლასი და აქტიურად იყვნენ ჩართული დისტანციურ სწავლებაში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება