სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დები - ანი და მარიამ ფაილოძეები მასწავლებლებისა და მეგობრების მონატრებაზე ჩანაწერებს გვიზიარებენ
17-06-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დები - ანი და მარიამ ფაილოძეები სკოლის და მასწავლებლების სიყვარულზე წერენ. დები იმედოვნებენ, რომ სექტემბერში ახალი სასწავლო წელი შეუფერხებლად დაიწყება და მონატრებულ მეგობრებს ჩაეხუტებიან.

„3 თვის შემდეგ დღეს პირველად წავედი სკოლაში. მოუთმენლად ველოდებოდი გათენებას. სკოლაში წასასვლელად რომ მოვმზადებულიყავი. თურმე როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი. გულისფანცქალით მოვემზადე, თითქოს სკოლის პირველი დღე ყოფილიყო. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სკოლას, მით უფრო ვღელავდი. საოცარი გრძნობა დამეუფლა სკოლის კარი რომ შევაღე. ჩემი თბილი და საყვარელი მასწავლებლების და თანასკოლელების დანახვისას ცრემლები მომაწვა. მასწავლებლების თბილმა დახვედრამ საოცარი შეგრძნება დატოვა ჩემში...წინ კიდევ 3 თვეა და ეს 3 თვე ჩემთვის ყველაზე რთული იქნება. ალბათ, იკითხავთ რატომ? ახლა ხომ საზაფხულო არდადაგებია? გართობის და დასვენების დროა. მე გეტყვით რატომაც იქნება რთული, იმიტომ რომ აღარ გვექნება ონლაინ გაკვეთილები, რომელიც ასე თუ ისე მივსებდა სკოლის, მასწავლებლების, მეგობრების, ამხანაგების თუ ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმის მონატრებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, სექტემბერში ისევ განახლდება სკოლა და ეს ვირუსი ხელს არ შეგვიშლის, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რომ გავაგრძელოთ“,- წერს V კლასის მოსწავლე ანი ფაილოძე.

მისი III კლასის მოსწავლე და, მარიამ ფაილოძეც გვიზიარებს საკუთარ ემოციებს და სინანულით აღნიშნავს, რომ სკოლაში დასთან ერთად წასვლა ვერ შეძლო.

„მე მარიამ ფაილოძე ვარ. მესამე კლასის მოსწავლე, რომელიც 3-თვიანი კარანტის შემდეგ მოუთმენლად ველოდებოდი სკოლაში წასვლას წიგნების ჩასაბარებლად. მინდოდა ის რამდენიმე საათი სკოლაში გამეტარებინა, ჩავხუტებოდი და მოვფერებოდი ჩემს საყვარელ მასწავლებლებს, ამხანაგებს და თანასკოლელებს, მაგრამ...მე ვერ მოვახერხე სკოლაში წასვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბოლო კვირა ვერც ონლაინ გაკვეთილებს დავესწარი, რომელიც ოდნავ მაინც მივსებდა სკოლის მონატრებას. მე ჩემი წიგნები ჩემს დას გავატანე და თვალცრემლიანი გავაცილე სკოლაში. წინ კიდევ 3 თვეა საზაფხულო არდადაგების. იმედი მაქვს, სექტემბერში ჩვეულებრივად გავაგრძელებთ სწავლას და ჩემს მონატრებულ ამხანაგებს და მასწავლებლებს ჩავეხუტები“,-აღნიშნავს მარიამი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება