სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი'' - გაკვეთილი, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში ტარდება
11-09-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უერთდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს, რომელიც გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული“ მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობის მიზნით. 

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წლის 15-16 სექტემბერს ჟენევაში გამართულ მინისტერიალზე მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების განხორციელების ვალდებულება აიღო. შესაბამისად, აღნიშნული თემა - „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნები“ მეტად აქტუალურია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობების ცნობიერების კუთხით. 

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson) – ასე ეწოდა ზემოაღნიშნულ გაკვეთილს, ტარდება მთელ მსოფლიოში კონკრეტულ დღეებში ერთდროულად მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოში მესამედ ხორციელდება. იმის გამო, რომ საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, დაგეგმილია, რომ საქართველოში ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ერთობლივად ჩაატარებენ აღნიშნულ გაკვეთილს. 

შესაბამისად, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა წყვილები. გაკვეთილი უნდა ჩატარდეს მიმდინარე წლის 25-29 სექტემბერის კვირაში. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი მოსწავლეებს არამარტო მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს გააცნობს, არამედ ხელს შეუწყობს სხვადასხვა გამჭოლი კომპეტენციის (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებაში. 

ამასთანავე, გაკვეთილების გეგმებში წარმოდგენილი მრავალფეროვანი რესურსები (ვიდეო, აუდიო, ციფრული და სხვა) განსაკუთრებით ღირებულია მოსწავლეთა ინგლისური ენის საკომუნიკაციო კომპეტენციების განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება ეძღვნება საკვების თემას. 

წლევანდელი მასშტაბური გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები ჩაებმებიან საკვებთან დაკავშირებულ პროექტში, რაც დაეხმარება მათ ზემოაღნიშნული თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პერსონალური თუ სოციალური კომპეტენციის განვითარებაში. გაკვეთილის სამიზნე ჯგუფია საშუალო სკოლის (X, XI, XII კლასის) მოსწავლეები. 

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაცია ამა წლის 4 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გამოაცხადა, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისათვის. რეგისტრირებულ მასწავლებლებს ჩაუტარდებათ პროექტის გაცნობითი ტრენინგი. რეგისტრირებული პედაგოგებისთვის ტრენინგის გავლა სავალდებულოა. ტრენინგი ჩატარდება რეგისტრაციის დასრულებიდან დაახლოებით 1 კვირაში. 

მნიშვნელოვანი პირობები დარეგისტრირებული მასწავლებლებისთვის: 

1. დარეგისტრირებული მასწავლებლები უნდა ფლობდნენ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებს. 
2. დარეგისტრირებულ სკოლაში უნდა არსებობდეს გაკვეთილის ვიდეოგადაღების საშუალება (მაგ. ციფრული ვიდეოკამერა). 
3. დარეგისტრირებულ სკოლაში გამართული უნდა იყოს ინტერნეტ-კავშირი. 
4. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები წყვილში. 
5. უნდა მოხდეს გაკვეთილის ვიდეო-გადაღება და 3-4 წუთის მოცულობის ვიდეოკლიპის მომზადება. ვიდეოკლიპები უნდა გამოიგზავნოს დათქმულ ვადაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. 

საკონტაქტო პირი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინგლისური ენის სპეციალისტი ნონა პოპიაშვილი. ტელ.: 591 819 705 

ელ. ფოსტა: npopiashvili@tpdc.ge 

შეკითხვებით ასევე შეგიძლიათ მომართოთ მისამართზე: info@tpdc.ge.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება