სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს“ - დამიის საჯარო სკოლის დირექტორმა სილვა ამირიანმა სასწავლო წელი შეაჯამა
17-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში საგანმანათებლო პროცესი წარმატებით დასრულდა და მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები სამახსოვრო დიპლომებით დასაჩუქრდნენ.

2019-2020 სასწავლო წელი მეტად უჩვეულო აღმოჩნდა. სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების, სწავლა-სწავლების, მიღწეული შედეგების შესახებ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა სკოლის დირექტორმა სილვა ამირიანმა.

გთავაზობთ ტექსტს სრულად:

„სასწავლო წლის დასაწყისში, როცა შემუშავდა სკოლის სამოქმედო გეგმა, კლასგარეშე ღონისძიებების, კლასის დამრიგებელთა სამუშაო გრაფიკი და სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობა, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ საგულდაგულოდ დაგეგმილი ერთ დღეს სრულიად უსარგებლო აღმოჩნდებოდა.

თავიდან ვეჭვობდი და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაღელვებდა: შეძლებს სკოლა ამ უჩვეულო გამოწვევის მიღებას? შევეგუებით ახალ მოცემულობას? ჩავატარებთ გაკვეთილებს დისტანციურად?.. და ეს არც იყო გასაკვირი,რადგან მსგავსი გამოცდილება არ გვქონია!

თუმცა ეს შფოთვები მხოლოდ თავიდან იყო.
უკვე რამდენიმე დღეში გამოიკვეთა მასწავლებელთა მონდომება და მობილიზება: ვინც სწრაფად შეძლო „თიმსის“ საორგანიზაციო საკითხებში გარკვევა, სხვებსაც უზიარებდა გამოცდილებას და გააქტიურდა ყველა საკლასო ოთახი ყველა საგანში. სკოლის სოციალური გვერდი აქტიური მიმოწერის,სასარგებლო რჩევებისა და მიღებული გამოცდილების გაზიარების არენად იქცა, რამაც შეამსუბუქა ჩვენი საქმიანობა.​

მნიშვნელოვანია აღვნიშნო მშობელთა მხარდაჭერის ძალა. წარმოიდგინეთ, მათაც კი, ვისაც პანდემიამდე არ ჰქონია უკაბელო ინტერნეტი, ეს რესურსი მოიძიეს; უზრუნველყვეს შვილები ტელეფონებით და კომპიუტერებით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით შედგა გაკვეთილების გრაფიკი. სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. პარალელურად იყენებდა ტვ-სკოლის საგანმანათლებლო რესურსს, რისთვისაც მასწავლებლები და მოსწავლეები დასაჩუქრდნენ წამახალისებელი სიგელებით.

დისტანციურად ჩატარდა ბოლო ზარი, ანბანის ზეიმი პირველკლასელთათვის და მე-4 კლასის საზეიმო ღონისძიება, აღინიშნა მნიშვნელოვანი თარიღები, თუმცა, ვფიქრობ, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ცოცხალი ურთიერთობები შეუცვლელია და სხვა ხიბლი აქვს.

დასრულდა ეს სასწავლო წელი და მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომლებიც ამ გამოწვევისას ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ და მიზნის მისაღწევად შეუძლებელი შეძლეს!

სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ჩვენი მადლიერების გამოთქმა ისევ დისტანციურად გვიწევს. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სასწავლო წელს ძველებურად შევხვდებით მონატრებული სკოლის კედლებში!“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება