სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სემესტრი ოპტიმისტური განწყობით დავასრულეთ“- მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა სასწავლო წელს აჯამებს
17-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა სასწავლო წელს აჯამებს. 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლამ მეტ-ნაკლებად ყველა ის გამოწვევა დაძლია, რომლის წინაშეც კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოვჩნდით. არ იყო ადვილი როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეთათვის საკლასო ოთახებიდან ონლაინ ჯგუფებში გადანაცვლება. მით უმეტეს, თავი იჩინა სხვადასხვა პრობლემამ: ზოგს ინტერნეტთან წვდომა ნაკლებად ჰქონდა, ზოგი კიდევ ინტერნეტის არქონას უჩიოდა, ასევე არ ჰქონდათ კომპიუტერი ან ლეპტოპი, არც შესაბამისი
აქსესუარი (მიკროფონი,ვიდეოთვალი და ა.შ.)... ონლაინსწავლების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე დღეს არ შევჩერდები, გეტყვით იმას, რომ სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა, რომელთაც დისტანციურად დავემშვიდობეთ. მე-12 კლასის ყველა მოსწავლემ დაძლია სასწავლო პროგრამა და მიიღო წლიური შეფასება.

ასევე შეფასდა ყველა მოსწავლე. წლიურ ქულად განისაზღვრა 1-ელ სემესტრში მიღებული ქულისა და მე-2 სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესის მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული...

დისტანციურად ჩავატარეთ პედაგოგიური საბჭოს სხდომები. სემესტრი ოპტიმისტური განწყობით დავასრულეთ.
წარმატებებსა და ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველა ჩემს მოსწავლესა და კოლეგას!“ - აღნიშნავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება