| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს კორონავირუსის პანდემიამ პომპეზურად დამშვიდობების საშუალება არ მისცა.
მოსწავლეებმა პედაგოგების ძალისხმევით, მეორე სემესტრი ონლაინ სივრცეში გაიარეს და აქტიურობისთვის სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.
ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს, მათ დამრიგებლებს კი გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.
„პანდემიის რეჟიმმა და სამოქალაქო დისტანციამ თავისი გაიტანა და 15 მეოთხეკლასელსა და მათ პედაგოგებს პომპეზურად დამშვიდობების საშუალება არ მისცა.
პატარებმა, პედაგოგების ძალისხმევით, მეორე სემესტრი ონლაინ სივრცეში გაიარეს და აქტიურობისთვის სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.
ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის მათ დამრიგებლებს: ელისო დანელიას, დარეჯან ბართაიასა და იზოლდა ჭილაიას გაწეული შრომისთვის. მადლობა მეოთხეკლასელთა სხვა მასწავლებლებსაც. მათ ძალ-ღონე არ დაიშურეს და ვირტუალურ რეალობაში პატარებს იდეალური საკლასო ოთახები მოუწყვეს.
გილოცავთ, ბავშვებო, სწავლების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ. ყველაფერი ჩაივლის და სექტემბერში მთელი მონდომებით დავიწყებთ ნათელი ისტორიის შექმნას. მშვიდ,ნაყოფიერ და ხალისიან დასვენებას გისურვებთ!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა