სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წლისთავი აღნიშნეს
16-06-2020
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წლისთავი აღნიშნეს. მასწავლებლებმა ოტია იოსელიანის ცხოვრებას და შემოქმედებას წერილი მიუძღვნეს.

„ყველა დროის ღირსეული შემოქმედის, ოტია იოსელიანის, დაბადებიდან 90 წელი გავიდა...

ოტია იოსელიანი თავისი შემოქმედებითი ტენდენციებით ამაყად დგას ორი ეპოქის - XX და XXI საუკუნეების ქართული კულტურის გასაყართან.
როგორც დიდი შოთა ბრძანებდა, ყველა მოკვდავი უნდა ამართლებდეს თავის დანიშნულებას - „მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს“. მართლაც, ყოველი ადამიანის მოქმედებისა და დანიშნულების გამოხატვას თითქოს კოსმიური ძალებიც ეხმარება და „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“.

სწორედ უფლის ნებით მოევლინებიან ხოლმე ქვეყანას სიტყვისა და აზრის ოსტატები, რომელთაც ერი სახელდებითაც სცნობს: „ვაჟა, ილია, აკაკი, შოთა და გალაკტიონი“. საბედნიეროდ, დღეს მრავლად გვყავს ამ უკვდავ შემოქმედთა ხაზის გამგრძელებლებიც, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ოტია იოსელიანია, მის სახელსაც უკვე ნამდვილად აღარ სჭირდება გვარით სახელდება.
ოტია იოსელიანის შემოქმედება მრავალმხრივი და მრავალფეროვანია: პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, მეიგავე, პუბლიცისტი.

მწერლის შედევრებიდან საოცარი სითბო და მადლი იღვრება. ყოველი პერსონაჟის გარეგნულ თუ ფსიქოლოგიურ პორტრეტში მწერალი თავისი სულის ნაწილს დებს და ამიტომაცაა მისი გმირები საინტერესო, მარადიული, მკითხველი კი მათი ჭირისა და ლხინის თანამონაწილე.

როდესაც მწერლის შემოქმედებას ვეცნობით, აშკარად ვგრძნობთ, რომ თემა და იდეა ხალხის გულიდან ამოკრებილი ცრემლი და ტკივილია, მხატვრულად გარდაქმნილი და მკითხველთან ისე მიტანილი, რომ ღიმილიც მოჰგვაროს და სამომავლოდაც ჩააფიქროს.

დიდ მამულიშვილს თავის მოვალეობად მიაჩნდა ხალხის ცნობიერების შეფხიზლება, რადგან ერის პრობლემებსა და მის სამომავლო ფუნქციებზე თუ არავინ ზრუნავს, რწმენაც ჩაქრება. რწმენის გარეშე არსებობა კი აზრს კარგავს და კიდევ უფრო აუფერულებს ისედაც რთულ ცხოვრებას.

ყოველ კრიზისს, ყოველ გარდამავალ ეპოქას ადამიანის ზნეობრივი დეგრადირებაც მოსდევს, თავისთავადი სინამდვილეა, რომ ზნეობრივნი და რჩეულნი უფრო გამეტებულნი რჩებიან დროისგან, ვიდრე უსახონი და უზნეონი, რადგან იმ სრულყოფილთა და რჩეულთ ხელახლა გადაწყობა უჭირთ, უსახონი და უარაფრონი კი დროის სასწორს მარჯვედ უთვალთვალებენ და ყველასა და ყველაფრის სამსახურად მზად არიან. სწორედ იმ ზნეობრივთა რიგებში იყო მუდამ ოტია იოსელიანი, რომელიც ცდილობდა, მართალი სიტყვა ყველას ყურამდე მიეწვდინა, „გაჩუმება, თვალის დახუჭვა, პირში წყლის ჩაგუბება და მანევრირება" წარმოუდგენელი და უჩვეულო იყო მისთვის.
მახვილგონიერება, მოსწრებული სიტყვა, ლაკონური სიბრძნე... მუდამ ამ თვისებებით შემკული იყო შემოქმედი, რომელიც გონების თვალით სინჯავდა წარსულს, აწმყოს და ქვეყნის უკეთესი მომავლის მოსურნე, ერის მომავალზე სხვადასხვაგვარად ჩაგვაფიქრებდა, რადგან თავისუფალი, დამოუკიდებელი ცხოვრებისადმი მისწრაფება ადამიანისთვის გარდაუვალი მოთხოვნილებაა.

შეუძლებელია, არ შევჩერდეთ იმ ფაქტზე, რომ მწერლის შემოქმედება სავსეა ბრძნული გამონათქვამებით, ცხოვრებისეული სიბრძნით, ხატოვანი სიტყვა-ფრაზებით, რომლებიც ერთგვარი სულიერი საზრდოა თითოეული ჩვენგანისათვის.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოტია იოსელიანი ქართული მწერლობის სიამაყეა. მისი მწერლური ტალანტი უკვე დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. შემოქმედის მრავლისმთქმელი იუმორი, ჰუმანურობა, მაღალი იდეურობა მკითხველისთვის სასარგებლო, საჭირო და აქტუალურია“,-აღნიშნულია წერილში, რომელსაც ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ავრცელებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

საჯარო სკოლების 1000 პედაგოგი ინტერნეტს უფასოდ  მიიღებს

16 პუნქტი, რომელიც მასწავლებლემა სტუდენტტის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს 

2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობილია, რა ფორმით შეგეხებათ უმაღლესების რეფორმა

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებს იდეის რეალიზებაში ახმეტის ტექნოპარკი ​დაეხმარათ

თამაში ჩატარდა საინტერესო და მეგობრულ გარემოში, მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ჩართულობა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება