სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს იყო წელი, რომელმაც ერთმანეთის უფრო მეტად დაფასების წინაშე დაგვაყენა“-სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორმა სასწავლო წელი შეაჯამა
16-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე მელაძე 2019-2020 სასწავლო წელს აჯამებს. დირექტორი მადლობას უხდის მასწავლებლებს და მოსწავლეებს დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის, მშობლებს კი - შვილების დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.

„მენატრება ის გაბრწყინებული თვალები, რომლებიც ყოველ დილით სკოლის მთავარ შემოსასვლელ კართან მხვდებოდა, თვალები, რომლებიც გვენდობოდა, ის სითბო და სიყვარული, რომელსაც მათგან ვიღებდი დილიდან საღამომდე“.   

მინდა ყველას და განსაკუთრებით სამღერეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მივულოცო 2019-2020 სასწავლო წლის დასრულება... 

ეს იყო წელი, რომელმაც დიდი გამოწვევისა და ერთმანეთის უფრო მეტად დაფასების წინაშე დაგვაყენა, მე როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ვფიქრობ, მიზანი მიღწეულია. იყო გარკვეული ხარვეზები და ასევე დიდი გამოცდილებაც ახალ უჩვეულო გარემოში მუშაობის. აღსანიშნავია ღევანდელი პედაგოგის როლი პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რომლებმაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლეს საკლასო ოთახიდან დისტანციურ მეთოდით მოსწავლეებისათვის გადაეცათ ის ცოდნა, რაც მათთვის გათვალისწინებული იყო ეროვნული სასწავლო გეგემით სხვადასხვა სწავლების პლატფორმითა და რესურსით, თუმცა ამ ყველაფერში სამინისტროს როლი და მზაობა დასაფასებელია, რომ არა მისგან სხვადასხვა ალტერნატიული ფორმებით სწავლების დაშვება ვერ მოხერხდება შედეგზე გასვლა, განსაკუთრებით კი ისეთი სკოლებისათვის, როგორიც სამღერეთის საჯარო სკოლაა, სადაც ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეები სწავლობენ.

განსაკუთრებით დიდი ჩართულობა და პასუხისმგებლობა გადავიდა მშობელზე, რომელთა დახმარების და გვერდში დგომის გარეშე პედაგოგის შრომა ფუჭად ჩაივლიდა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ პასუხისმგებლობის გადანაწილებისათვის, რაც მასწავლებლის ვალდებულება იყო.

იმედს ვიტოვებ, სექტემბერში ისევ ავახმაურებთ სკოლის ეზოს, საკლასო ოთახებს და იმ მოწყენილობას, რომელსაც სკოლა დღეს განიცდის, დავამარცხებთ ისევ და ისევ ერთმანეთის მონატრებით, ერთმანეთის სიყვარულითა და ურთიერთობების დაფასებით.

წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს, ჯანმრთელობას, მოტივაციის გაზრდასა და უფრო დიდი მონდომებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება