სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასწავლო პროცესი შედგა და მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებულად“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დირექტორი სასწავლო წელს აჯამებს
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

2019 -2020 სასწავლო წელი გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით. ვერავინ იფიქრებდა, ასე თუ შეიცვლებოდა ჩვენი დღის რეჟიმი. გამოწვევებთან გამკლავება არ იყო  ადვილი, მაგრამ სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა წარმატებით გაუმკლავდა ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო აღმოვჩნდით.

სწორედ ამ საკითხზე საუბრობს სკოლის დირექტორი რომან ჯაიანი Etaloni.ge-სთან და აღნიშნავს, რომ „პედაგოგებისა და მშობლების ერთობლივი და დაუღალავი ძალისხმევით შევძელით, დაგვეძლია სწავლა-სწავლების პროცესში არსებული სირთულეები“.

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს ტელესკოლის გაკვეთილების მოსმენა, ჩაერთნენ განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაში edu,feedc.com; მასწავლებლები ასევე იყენებდნენ სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო კომუნიკაციას.

რომან ჯაიანი, აქვე, ყურადღებას ამახვილებს მშობელთა ჩართულობაზე, რამაც მოსწავლეებიცა და სკოლაც სასურველ შედეგებზე გაიყვანა:

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მშობელთა აქტიური ჩართულობა, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, ასევე  კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, როგორიც იყო: სააღდგომო ღონისძიება, დედამიწის დღის, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღისა და  ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა“.

არსებულ სიტუაციასთან გამკლავება ადვილი არავისთვის ყოფილა, თუმცა „მიუხედავად გამოწვევებისა, სასწავლო პროცესი შედგა და მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებულად. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის, მოსწავლეთა მშობლებს მხარდაჭერისათვის და მოტივირებულ მოსწავლეებს დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობისათვის“, - დასძენს სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დირექტორი რომან ჯაიანი, რომელმაც მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც კი მადლობის სიგელები გადასცა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება