სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალ გამოწვევას ღირსეულად შეხვდა ჩემი სკოლის ყველა პედაგოგი“ - მარაბდის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი შეაჯამა
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი შეაჯამა. პედაგოგმა ანა გულდამაშვილმა სკოლის დირექციის და მასწავლებლების სათქმელი ერთ წერილში გადმოსცა.

„2020  წლის 15 ივნისი... სრულიად განსხვავებული სასწავლო წლის დასასრული. ისეთი, როგორსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა. ძალიან  გულდასაწყვეტია, რომ ვერ ჩავხედავთ მოსწავლეებს პირისპირ თვალებში და სითბოშერეული მზერით ვერ დავემშვიდობებით... თუმცა ეს ყველაფერი (იმედი მაქვს) დროებითია...

ახალი რეალობის წინაშე დადგა მსოფლიო და მათ შორის, ჩვენც... ადამიანები, რომლებსაც მასწავლებლები გვქვია. მასწავლებლობა კი ის საქმეა, რომელსაც არ ეღალატება და  სრულ ერთგულებას მოითხოვს.

მინდა ავღნიშნო, რომ ამ ახალ გამოწვევას ღირსეულად შეხვდა ჩემი სკოლის ყველა პედაგოგი და წარმატებით გაართვა თავი თითოეულმა მათგანმა დისტანციურ სწავლებას. ონლაინ გაკვეთილებზე  გადასვლის პირველივე დღიდან ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო ყველა პედაგოგი და  ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩენილიყო სასწავლო პროცესს მიღმა. ერთმანეთის გვერდში დგომით, გამხნევებით, გამოცდილების გაზიარებით - შევძელით და დასახული მიზნების მისაღწევად მაქსიმუმი გავაკეთეთ. ჩემო კოლეგებო, მადლობას გიხდით  მონდომებისათვის, გულმოდგინებისათვის და პროფესიის ერთგულებისათვის...

ისიც უნდა ავღნიშნო, რომ მხოლოდ მასწავლებლის მონდომება და სურვილი არ იყო საკმარისი, რომ დისტანციური სწავლება წარმატებით განხორციელებულიყო.   ჩვენმა მოსწავლეებმა უმოკლეს ვადაში აუღეს ალღო და  დიდი მონდომებით ჩაერთვნენ განსხვავებულ საგაკვეთილო პროცესში. მადლობა ყველა მოსწავლეს, რომლებმაც მუშაობის პროცესი გაგვიმარტივეს.

ასევე,  ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მშობელს, რომლებმაც მარტო არ დაგვტოვეს ამ გამოწვევის წინაშე და პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობდნენ  პედაგოგებთან. გვერდში გვედგნენ და ერთად ვზრუნავდით მოსწავლეთა აღზრდა-განათლებაზე.

ყველას გილოცავთ 2019-2020  სასწავლო წლის დასრულებას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას - პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს და ვისურვებ, რომ სულ მალე ჩვეულ რეალობაში განვაგრძოთ ცხოვრება".


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება