სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კორონავირუსის გავლენა ხეობაზე“ - დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე მაქა დუიშვილი პანდემიით გამოწვეულ ვითარებას პუბლიცისტურ წერილს უძღვნის
10-06-2020
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მაქა დუიშვილი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას პუბლიცისტურ წერილს - „კორონავირუსის გავლენა ხეობაზე“  უძღვნის. 


„კორონავირუსის გავლენა ხეობაზე“

მსოფლიო პანდემიად წოდებული კორონავირუსის გავლენა მთელს მსოფლიოზე აისახა და ყველას შეეხო, განურჩევლად რასისა და წოდებისა და რელიგიური კუთვნილებისა.

თუმცა, დამეთანხმებით, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ვირუსის მიერ დადგენილი დღის წესრიგი უმწეო თუ
სოციალურად დაუცველი ხალხისთვის. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა მთელი მსოფლიო. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

მინდა ვისაუბრო პანკისის ხეობის მაგალითზე, სადაც თითქმის ყოველი მესამე ოჯახი მრავალშვილიანია ან სოციალურად დაუცველია.

უმუშევრად დარჩენილი რიგითი პანკისელისთვის რთული აღმოჩნდა სოციალური დახმარების მთელს თვეზე გადანაწილება. არაფერს ვიძახი ისეთ ოჯახებზე, რომლებზეც სოციალური დახმარება არ მოქმედებს.

ხეობაში ბევრია ასევე ოჯახი, სადაც თვიდან თვემდე საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილებით გააქვთ თავი. პანდემიის პირობებში, როცა, კრიზისის გავლენა მთელს მსოფლიოზე აღინიშნება, ეს საკითხიც პრობლემური გახდა.

მინდა ასევე ავღნიშნო, დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები. მას შემდეგ, რაც გადავედით ამ რეჟიმზე, შეინიშნა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ცუდი ინტერნეტი, ტექნიკური მოწყობილობების არქონა და სხვადასხვა ხარვეზები, რომლებიც საქმეს ურთულებენ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს.

საბედნიეროდ, მასწავლებლების მხრიდან გამოჩენილი მოთმინების უნარი და თანადგომა გვეხმარება მსგავს
სირთულეებთან გამკლავებაში.

მათ მიერ გამოჩენილმა ოპერატიულობამ და საოცარმა მონდომებამ შესაძლებელი გახადა ის, რასაც თავიდან ყველანი შიშით ვუყურებდით. შედეგად კი, უმოკლეს დროში შევძელით და გადავედით სწავლების ონლაინ რეჟიმზე. რაც შეეხება ხარვეზებს, ამ მხრივაც დღითიდღე იგრძნობა პროგრესი. განსაკუთრებით მძიმედ აისახა ხეობაზე ფასების ზრდა, რაც უკონტროლო გახდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ვფიქრობ ამაზე არც სახელმწიფოს მხრიდან შემოღებულმა რეგულაციებმა იმოქმედა.

მართალია, ხელისუფლებამ შეძლო და დროულად მიიღო ყველანაირი ქმედითი რეაქცია პანდემიის წინააღმდეგ, თუმცა, დიდ პრობლემაზე ორიენტირებულმა სისუსტე გამოიჩინა გარკვეული საკითხების მიმართ, რომლებიც მძიმედ აისახა უმწეო ფენებზე და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

კორონავირუსის მაგალითზე, ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობა და თანადგომა. და კიდევ ერთხელ გავიაზრეთ `ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის” დევიზის მნიშვნელობა.

მე მჯერა, რომ ამ ერთობით საერთო მტერს აუცილებლად დავამარცხებთ.

გამარჯვების შემდეგ, კი უფრო მეტად დავაფასებთ ერთმანეთს.

                                                                             დუისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მაქა დუიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება