სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წელი შედგა და საკმაოდ წარმატებითაც“ - წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია სასწავლო წელს აჯამებს
10-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია სასწავლო წელს აჯამებს და გვიყვება თუ როგორ დაძლია სკოლამ ონლაინ სწავლების ბარიერები.


„სკოლაში სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო, მაშინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ერთ უჩვეულო დღეს ყველაფერი ასე უჩვეულოდ შეიცვლებოდა. თავიდან იყო გაურკვევლობა, შეცბუნება, მერე ჩვეულ ურთიერთ თანამშრომლობით რიტმში ჩაბმის აუცილებლობა, რომ ახალ მდგომარეობას მოვრგებოდით და კვლავ ერთად, გამოცდილების ურთიერთ გაზიარებითა და დაუღალავი შრომით გაგვერღვია ის ბარიერი, რომელიც ახალმა დრომ შემოგვთავაზა. არ ყოფილა ადვილი, მაგრამ შევუდექით სწავლას და სწავლებას. დღემდე გრძელდება ერთმანეთის მხარში დგომა. რა მოტანა ამ ყველაფერმა? დავძლიეთ ონლაინ სწავლების ბარიერები, რაც თავიდან საკმაოდ რთულად გვეჩვენებოდა. განათლების სამინისტრომ ხელი შეგვიწყო ტელესკოლის გაკვეთილებით. მათ ჩვენ, მასწავლებლებიც სიამოვნებით ვუსმენთ.

ჩავერთეთ tvschool.ge-ზე და საკუთარი დავალებებიც შევქმენით. არა მარტო მასწავლებლებმა მოსწავლეებმაც დაიწყეს teams -ის შესწავლა და ურთიერთსწავლება. შედეგი, არაერთი დიპლომი მასწავლებლებისათვის და სერთიფიკატები მოსწავლეებისათვის.


მშობლებმა სოციალური ქსელით მადლობა გადაუხადეს სკოლის ამაგდარ მასწავლებელს ქალბატონ მაყვალა ბუკიას.
სკოლის პედაგოგები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა ვებინარებზე, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაზე დიპლომებით დაჯილდოვდნენ ჩვენი სკოლის მასწავლებლები, ხათუნა ჯალაღონია და თამარ კაკაჩია.

აქვე მინდა მშობლებს მადლობა გადავუხადო აქტიური ჩართულობისათვის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა წარმატების მიღწევა. მოგეხსენებათ სკოლისთვის ყოველთვის პრობლემა იყო მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, მაგრამ ახალმა გარემომ ყველ გაგვაერთიანა მოსწავლის გარშემო.

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სკოლაში სასწავლო წელი შედგა და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ
აქვე იმასაც დავამატებ, რომ ყველა პედაგოგს ძალიან მოგვენატრა საკლასო ოთახში მოსწავლეთათვის ჩატარებული გაკვეთილები.

მინდა აღვნიშნო, რომ რაკი მედალს ორი მხარე აქვს, სირთულესთან ერთად შეცვლილმა გარემომ გაგვიმძაფრა ურთიერთ მონატრება და მიგვახვედრა, რომ ერთმანეთის მიმართ ღვთისნიერი სიყვარული არის ცხოვრებაში მთავარი.

ურთიერთმონატრება სკოლის პედკოლექტივმა დაბადების დღის ვირტუალურად მილოცვითაც გამოხატა და სკოლის საყვარელ პედაგოგს ლუიზა პერტაიას უჩვეულო გარემოში, უჩვეულოდ, მაგრამ ლამაზად მიულოცა დაბადების დღე.
ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა და მათ შორის სასკოლო ცხოვრებაც მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს“,- აღნიშნავს წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

საჯარო სკოლების 1000 პედაგოგი ინტერნეტს უფასოდ  მიიღებს

16 პუნქტი, რომელიც მასწავლებლემა სტუდენტტის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს 

2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობილია, რა ფორმით შეგეხებათ უმაღლესების რეფორმა

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებს იდეის რეალიზებაში ახმეტის ტექნოპარკი ​დაეხმარათ

თამაში ჩატარდა საინტერესო და მეგობრულ გარემოში, მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ჩართულობა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება