სიახლეები
სკოლები

„COVID-19-ის დაბადება“ - დუისის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, ფარიდა გაურგაშვილმა საინტერესო ნაშრომი მოამზადა
09-06-2020
-
+


„COVID-19–ის  დაბადება“ - ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ფარიდა გაურგაშვილმა დისტანციური სწავლების დროს საინტერესო დავალება შეასრულა. მისი მასწავლებელი მედეა ბორჩაშვილია. მოსწავლე ნაშრომში პანდემიისგან გამოწვეულ ვითარებაზე წერს და საკუთარ შეხედულებებს საინტერესოდ გადმოგვცემს.

COVID-19–ის  დაბადება

2020 წელი ყველა ჩვენგანისთვის აღმოჩნდა ძალიან ძნელი და ამავდროულად სასტიკიც კი. COVID-19 მსოფლიო პანდემიაა, რომელმაც შეცვალა და შეარყია მსოფლიო,  მისი გავრცელება აღმოჩნდა მსოფლიოს ახალი ისტორიის დაწერის განმაპირობებელი. იანვარში ჩინეთის პროვინციაში, უჰანში, დაფიქსირებულმა და სამ თვეში მთელს მსოფლიოში გავრცელებულმა, ახალი ტიპის ვირუსმა, გლობალური სისტემა სრულიად შეარყია. შეიცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაც.

ახლა გამარჯვების გზა ისევ გმირებზე გადის, უჩინარ მტერს ამარცხებს უჩინარი ღვაწლი. ჩვეულებრივი ადამიანების არაჩვეულებრივი მისია  დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დამარცხებაა. ფრონტის წინა ხაზზე დგანან ექიმები, რომლებიც ღამეებს ათენებენ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის და ერთი  წამით არ დაუხევიათ უკან და რეალურად მსოფლიოს გააგებინეს, თუ როგორი ჯანდაცვა ჰყავს საქართველოს.  ამაყი ვარ იმით, რომ მსოფლიომ დაინახა ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი, გამბედაობა და ერთ მუშტად შეკრული გუნდი ფრონტის წინა ხაზზე. მიუხედავად იმ დიდი რისკებისა, რაც მათ სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული. ზოგიერთი მათგანი თვეობით იყო მონატრებული საკუთარ კერას. ისინი არ ეკუთვნოდნენ საკუთარ თავს და ოჯახს. მიუხედავად ასეთი მძიმე გარე ფაქტორებისა, ისინი მაინც აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ვირუსმა განსაკუთრებული წინააღმდეგობა გაუწია განათლების სისტემას. მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლება გადავიდა დისტანციურზე. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის გმირები გახდნენ  მასწავლებლები, რომლებმაც უდიდესი   მოვალეობები აიღეს საკუთარ თავზე. ამ ვირუსმა ნათლად დაგვანახა, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის მასწავლებელს ქვეყნის განვითარებაში და რამხელა ენერგიასა და შრომას დებენ ისინი საკუთარ საქმეში. მასწავლებლები შრომობენ იმისათვის, რომ  გავხდეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ერთხმად მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს გმირ მასწავლებლებს, რომლებმაც თავი გაართვეს გამოწვევას გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებაში და დაგვანახეს საქმისადმი უანგარო თავდადება. ისინი ღირსეულად ემსახურებიან საგანმანათლებლო სისტემას, თითოეულ მათ აღსაზრდელს და ჩვენგანაც დაფასებას იმსახურებენ,

ჩემი დიდი პატივისცემა, თქვენ, ჩემო გმირო მასწავლებლებო!

ზოგადად, არ შემიძლია არ აღვნიშნო იმ საფუძვლიანი მუშაობის შესახებ, რომელიც  გასწია განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ოპერატიულად დარეგისტრირდა ყველა მოსწავლე და მასწავლებელი TEAMS-ში განათლების სამინისტროს მეშვეობით, რამაც გაუმარტივა მუშაობა, როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს. მასწავლებლებს დროულად მიეწოდათ ყველა საჭირო ინსტრუქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს მთავრობას, რომელმაც ვირუსის პრევენციისთვის ყველა ზომას მიმართა.  

საზღვრების დროული ჩაკეტვა,

ჩამოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი,

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

კომენდანტის საათის შემოღება.

აღნიშნულმა ნაბიჯებმა ხელი შეუწყო ვირუსის შეკავებას და გაადვილა მისი მართვა.

ამის შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ ფორბსის სიაში თბილისი დასახელებულია ევროპის N–1 უსაფრთხო ქალაქად, რაც ძალიან საამაყოა.

კორონავირუსმა შეარყია ორი ფუნდამენტური, სისტემური საყრდენი, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა და გლობალური უსაფრთხოება. დღეს ჩვენ, ყველა მოქალაქე, ვდგავართ პანდემიის საფრთხის წინაშე, რომელმაც შეცვალა ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობა, გეგმები და სამომავლო მიზნები.  ასევე იმოქმედა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ხელი შეუწყო სტრესისა და შფოთვის გაძლიერებას.

სოციალურ მედიაში აქტიურად წერენ იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსმა უკვე შეუქმნა და ამის მერე კიდევ შეუქმნის მსოფლიო ეკონომიკას. როგორ იმოქმედა კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკაზე?– კორონავირუსმა ნეგატიურად იმოქმედა და მოქმედებს კიდეც მსოფლიო ეკონომიკაზე და მისი ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნების უმეტესობა ეკონომიკურ კრიზისამდეც  მიიყვანოს.

„პრობლემა გლობალურია, მაგრამ ბრძოლა არის ეროვნული“, ეს  კი ყველა ქვეყანას საკუთარი თავის გადარჩენისთვის საჭირო მოქმედებებზე უბიძგებს. მინდა ვისაუბრო იმ ფოტოზეც, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ჩნდება კითხვა, 2003 წელს გადაღებული კუბოებით სავსე დიდი ოთახი, 2020 წელს გააშუქეს ხელმეორედ და გაშიფრეს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს იყო მხოლოდ შესაშინებლად დადებული. ამ ფოტომ ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში კორონავირუსთან დაკავშირებით, კერძოდ, კორონავირუსი მითი თუ რეალობა? ამიტომ მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი რომ ეს არის ვირუსი, რომელიც შეიძლება ათწლეულების წინ იყოს შექმნილი. შემდეგ, როცა გადავხედეთ  სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკას სულ სხვა წარმოდგენა გვექმნება COVID-19–ზე, გაგვაოცა და შევშინდით რაღაც მომენტში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით. ჩვენ ვნახეთ იტალიაში მიმდინარე მოვლენები ერთ პერიოდში, როდესაც კუბოების დათვლა წარმოუდგენელი იყო. იმდენად დიდი იყო გარდაცვლილთა რაოდენობა, რომ ვერ აუდიოდნენ დაკრძალვას და კუბოებს წვავდნენ. აღნიშნულმა ფაქტმა ძალიან შეგვაშფოთა და დავრწმუნდით პანდემიის არსებობაში, როდესაც მსოფლიოში გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ამის შემდეგ დავფიქრდით და გავაცნობიერეთ თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები:

დავიცვათ დისტანცია!

დავიცვათ ჰიგიენის ნორმები! 

დავრჩეთ სახლში!

წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავიცავთ ვერც საკუთარ და ვერც ახლობლების ჯანმრთელობას. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი ვალია დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ამ უჩინარი მტრის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ვირუსს გავუმკლავდებით და ერთხმად ვიტყვით: „ჩვენ დავამარცხეთ COVID-19.“

ფარიდა გაურგაშვილი


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა.

დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს

„ხელფასები გაიზრდება... ზოგად განათლებაში გვჭირდება ცვლილებები“...

სწავლის დაფინანსება 16 კატეგორიის სტუდენტებს შეეხებათ - განაცხადის წარდგენა დაიწყო

სასწავლო წლის პირველივე კვირაში სკოლებს ცვლილება შეეხებათ - საკითხების ჩამონათვალი ცნობილია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მერიაში გაიმართა
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება