სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო კახნიაშვილმა „თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს“ სტატია მიუძღვნა
03-06-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ​ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კახნიაშვილმა „თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს“ სტატია მიუძღვნა. 

„ყოველი წლის 31 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ მსოფლიო დღეს „თამბაქოს გარეშე“. ძირითადად აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე კეთდება. ფართომასშტაბიანი კამპანიის მიზანი, თამბაქოს მოხმარების შემცირებაა. თამბაქოს მოხმარება მავნე ჩვევაზე დამოკიდებულებაა და სპეციალისტების  დადასტურებით იგი სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომლის პრევენციაც შესაძლებელია.

    მინდა ყურადღება გავამახვილო სკოლის როლზე მავნე ჩვევების პრევენციისათვის მიმართული კამპანიების ჩატარების კუთხით. ვინაიდან სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც მოზარდი სრულფასოვან პიროვნებად ყალიბდება. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს აღმზრდელობით ღონისძიებებს მოსწავლის კულტურული და მოქალაქეობრივი ღირებულებების დასამკვიდრებლად. მაგალითად ჩემს სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი „ნორჩი დემოკრატები“, რომლის ფარგლებში ეწყობა ისეთი საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, როგორიცაა 31 მაისი- თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო დღე, 26 ივნისი- ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე; 7 აპრილი- ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე და მრავალი სხვა. ღონისძიებები მიზნად ისახავს მოზარდი თაობის ინფორმირებას მავნე ჩვევების უარყოფით და დამღუპველ შედეგებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“,- წერს პედაგოგი სტატიაში.

ნინო კახნიაშვილის სტატია იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება