სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვისურვებდი, რომ დედამიწა მალე დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას“ - დამიის საჯარო სკოლის მოსწავლემ პანდემიურ ვითარებას​ ჩანახატი მიუძღვნა
01-06-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ასტღიკ ხაჩატურიანმა პანდემიურ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა.

ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ეპიდსიტუაციამ ადამიანების ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. უფროსებთან ერთად ბავშვებიც მოყვნენ ახალი და აქამდე უჩვეულო აკრძალვების წნეხის ქვეშ. როგორ განიცდიან და უმკლავდებიან მოსწავლეები ამ სტრესს?..რას ფიქრობენ?..

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს

მონატრების ერთი თვე-რა გვასწავლა სიჩუმემ…

უკვე ერთ თვეზე მეტია სახლში ვარ მოწყვეტილი ყველაფრისგან, ორი თვის წინ კი ცხოვრება ჩვეულებრივ მიდიოდა. ადამიანები თავისუფალნი იყვნენ და გადაადგილებისთვის ნებართვას არ იღებდნენ. რამდენიმე დღეში ყველაფერი შეიცვალა. ახლა ადამიანებს აფთიაქში წასვლის უფლება სჭირდებათ და ამ ყველაფერში ერთი პატარა ვირუსია დამნაშავე. ის ჩვენი უხილავი მტერია! ამ ვირუსმა არია დედამიწა! ძალიან ბევრი ამბობს, რომ ეს ტყუილია და ვირუსი არ არსებობს, მაგრამ ათასობით ადამიანი რომ მოკვდა, დიდიც და პატარაც?!. ექიმებმა გვითხრეს, რომ გავფრთხილდეთ და იმ მიზნით, რომ არ გავრცელდეს ვირუსი, დავრჩეთ სახლში.

მოწოდება „დარჩი სახლში!“ გავრცელდა მსოფლიოში, თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველამ ვერ გაიგო და ამიტომ დღეს გვაქვს ის, რაც გვაქვს. გვაქვს ტკივილი და ადამიანების მონატრება!

ვლოცულობდით, რომ არ დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ დაიწყო, მხოლოდ - სხვანაირად. ჰო, ადამიანები ჩხუბობენ კორონასთან! ჩვენი მამაცი ჯარისკაცები არიან ექიმები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის, თუნდაც შეუძლებელს. მადლობა მათ!

მომენატრა...მომენატრა ხალხმრავლობა, ტრანსპორტის ხმაური, ჩემს მეგობრებთან ერთად გატარებული დრო, სკოლა, მასწავლებლები, ნათესავები...მაგრამ ამ რთულმა, მონატრების ერთმა თვემ მასწავლა მოთმინებაც!

ვისურვებდი, რომ დედამიწა მალე დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, ყველაფერი იყოს ძველებურად! მინდა, რომ მონატრება უფრო ტკბილი გახდეს!!! მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება!

 

დამიის საჯარო სკოლის

IX კლასის მოსწავლე

ასტღიკ ხაჩატურიანი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება