სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიჩუმემ მასწავლა, დავაფასო ადამიანი, თუნდაც უცხო და მტერი“ - დამიის საჯარო სკოლის მოსწავლემ კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა
29-05-2020
-
+


დამიის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თამარ სარგისიანი პანდემიისგან შექმნილ ვითარებას ჩანახატს უძღვნის.

ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ეპიდსიტუაციამ ადამიანების ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. უფროსებთან ერთადბავშვებიც მოყვნენ ახალი და აქამდე უჩვეულო აკრძალვების წნეხის ქვეშ. თამარი ჩანახატში თავის ემოციებს გადმოგვცემს.

მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ?..

მაინც რას ნიშნავს მონატრება?..
მონატრება გრძნობაა, როდესაც დიდხანს ვფიქრობთ, ვოცნებობთ საყვარელ
ადამიანებზე, მომენტებზე...
ვერავის წარმოედგინა თუ მოვიდოდა ერთი მშვენიერი დღე, როცა პლანეტა იქნებოდა
სიმშვიდესა და სიჩუმეში, თითქოს სძინავსო...
ძალიან რთულია, როცა ბევრი საქმე გაქვს დაგეგმილი და, უცბად, შინაპატიმრობაში
აღმოჩნდები.
მე სოფელში ვცხოვრობ. აქ უჩვეულო სიჩუმეა და ძნელია, მაგრამ არც კი მინდა
ვიფიქრო, თუ როგორ გრძნობენ თავს ქალაქში მცხოვრები ადამიანები...
წარმოიდგინეთ?!.
ნუთუ შეიძლება ცხოვრება მხოლოდ ფანჯრის გაღებით და იქიდან ჰაერის
შესუნთქვით?!.
რა მასწავლა სიჩუმემ?..
სიჩუმემ მასწავლა დავაფასო ადამიანი, თუნდაც უცხო და მტერი; გავუფრთხილდე
დროს და გონივრულად გამოვიყენო, რადგან ვინ იცის, ხვალ რა მოხდება... სიჩუმემ
მასწავლა უფრო შევიყვარო სამყარო, სიცოცხლე, რადგან შიძლება დავკარგო ისიც,
რაც მქონდა და რაზეც ვოცნებობდი!..“
ერთადერთი კარგი ამ სიჩუმეში ის არის, რომ ამ პლანეტას შეუძლია სუფთა ჰაერის
ჩასუნთქვა!
ამბობენ, რომ სიჩუმე უფრო ძლიერია, ვიდრე ხმაური.
კი... და სიჩუმემ შეძლო ჩვენი ხმაურიანი სამყაროს დამარცხება...
...და ბოლოს, მინდა დავამთავრო წერა და გავჩუმდე, რადგან დუმილი სიტყვებზე
უფრო მჭერმეტყველია!..


თამარ სარგისიანი
IX კლასი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება