| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს. მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ. მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, უდიდეს დღესასწაულად მიგვაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. ამ დღეს არც ემოციების და არც მილოცვების გარეშე არ ვხვდებით. წელს, საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ დისტანციურ რეჟიმზე გადაგვიყვანა და, გადავწყვიტეთ, ეს დღეც დისტანციურად აღგვენიშნა კარწახის საჯარო სკოლაში. გასაოცარი იყო მოსწავლეთა ჩართულობა, მათ ემოციურად წარმოთქვეს საქართველოს ჰიმნი. ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები და სიმღერები სამშობლოზე. ქართული ენის მასწავლებელი თამარ კვინიკაძე ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა მოსწავლეებს. დიახ, თუ გული გულობს, დისტანციურადაც შეიძლება დღე გაულამაზო მოსწავლეებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება მოამზადეს ქართული ენის მასწავლებლებმა, თამარ კვინიკაძემ და ვენერა მიქელაძემ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა