| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე სიედა ფარეულიძე ექიმებს და მასწავლებლებს მადლობის წერილს უძღვნის.
„2020 წელი - კოვიდ 19-ის დაბადება, მსოფლიო პანდემია...როცა აჯანყებამ იმძლავრა და დუმილმა იმარჯვა...როცა ბრძოლა ყოველდღიური გახდა, მსოფლიოს მაშტაბით მხოლოდ ერთი ბაქტერიის წინააღმდეგ... მე თავისუფალ მოსიარულეს, წამერთვა სურვილები და დღეს ვრჩები სახლში, ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით....თითოეული ნაბიჯი ნელ-ნელა იმსხვრევა...თუმცა იმედი არის და დაჯერება იმისა, რომ გადაივლის, რომ ხვალ და ზეგ თეთრი ღრუბელი გადმოგვეფინება და ერთხმად ვიტყვით : ჩვენ დავამარცხეთ კოვიდ 19-ს.
თითოეული ჩვენგანი იმედს ნამდვილად ვიტოვებთ, ამის იმედს კი ექიმები გვაძლევენ... ჩვენი დროის გმირები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, ჩვენს სიცოცხლეს უღებენ კარებს...სადაც მათ მიერ დაშვებული ერთი შეცდომა 10 სიკვდილის ტოლფასია... -ექიმები, რომლებიც გრძნობებს ჩვენს გამო ებრძვიან და მყარად დგანან ჩვენი გულისთვის, ისე რომ ერთი წამითაც არ იხევენ უკან და გვეუბნებიან რომ ეს გაივლის... მთავარია დავუჯეროთ მათ.
და ისინი, რომლებიც ჩვენი მეორე სახლის წარმომადგენლები არიან, ჩვენი მასწავლებლები, ნამდვილად რომ ჩვენი დროის გმირები...რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ისევ და ისევ ჩვენ გვიფრთხილდებიან, უფრო მეტს გვასწავლიან და გვეუბნებიან რომ ჩვენ ასეც ბევრს მივაღწევთ... ჩვენ კი გვჯერა მათი და მათი რჩევების.. ეს ის დროა, სადაც მასწავლებლებმა დაამტკიცეს რომ, ჩვენი გულისთვის მათვის მიუღწეველი არაფერია...“,- წერს სიედა ფარეულიძე.
წერილი სრულად იხილეთ ბმულზე
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს სურს, ცოტა ხანში, ამ წერილზე ვიდეორგოლიც შექმნას.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში