სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არასდროს დანებდეთ, წინ იარეთ“ - ზვარეს საჯარო სკოლის მასწავლებელი თინათინ ქობულაძე მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს
21-05-2020
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს, მასწავლებელი თინათინ ქობულაძე სწავლის დასრულებას დისტანციურად ულოცავს. პედაგოგი კურსდამთავრებულებს მისალოც გამოსამშვიდობებელ წერილს etaloni.ge-ს საშუალებით უგზავნის: 

„ჩემო ძვირფასო და გამორჩეულო ბავშვებო, გილოცავთ სწავლის დასრულებას.

სამწუხაროა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფრთები ვერ შევასხით ჩვენს ჩანაფიქრს, რამდენი რამე დავგეგმეთ და კიდევ რამდენს დავგეგმავდით ალბათ, თუმცა ვერ მოხერხდა.

არა უშავს, მაინც „დაუვიწყარი“ ბოლო ზარი გამოვიდა (კოვიდის დამსახურებით)

ახლა კი, გილოცავთ და გეფერებით ასე შორიდან, მინდა გისურვოთ წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება, სიყვარულით სავსე დღეები და ბედნიერი სახეები, წინ ახალი ცხოვრება გელოდებათ, მე ვერ გეტყვით, რომ ის ძალიან ადვილია, თუმცა მჯერა - თითოეული თქვენგანი პატიოსნად ივლის ამ გზაზე!

მადლობა, დაუვიწყარი დღეებისთვის, მადლობა სითბოსთვის, მადლობა - არსებობისთვის!

არასდროს დაივიწყოთ და მუდამ გახსოვდეთ, ყოველთვის და ყველგან, შეგიძლიათ იქონიოთ ჩემი გვერდში დგომის იმედი!

მხოლოდ ერთს გთხოვთ, იყავით ყოველთვის ღიმილიანები, შეუპოვრები, არასდროს დანებდეთ და ყოველთვის წინ, წინ იარეთ.

იცხოვრეთ ადამიანურად, გიყვარდეთ და შეიგრძენით  ყველაფერი, რაც თქვენს ირგვლივაა.

სიცოცხლე გიყვარდეთ! 

მჯერა, ყველაფერი როცა დასრულდება , ერთმანეთს ისევ შევხვდებით.

მანამდე კი , გაიღიმეთ ....

გილოცავთ, სკოლის დასრულებას, „ბოლო ზარს“, გილოცავთ, ვერ დარეკილ  „ბოლო ზარს „

სიყვარულით, თქვენი თინიკო მასწავლებელი!

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება