სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''საქართველოს მასშტაბით, 189 სკოლა ავარიულია'' - სახალხო დამცველი
30-08-2017
-
+


სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულია და ამასთან, თითქმის ყველა საჯარო სკოლა საჭიროებს ცალკეულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოს.

''2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016-2017 წლების განმავლობაში აქტიურად სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და ფიზიკური გარემოს განვითარების საკითხებს. აღნიშნულ თემებზე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სახალხო დამცველის როგორც საპარლამენტო, ისე სპეციალურ ანგარიშებში, თუმცა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა კვლავ გადაუჭრელი რჩება. 

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუნქციონირებს ავარიულ და მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველ პირობებში. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულია. 2016 წელს ავარიულ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა 209 საჯარო სკოლა, მათგან 42 არ ექვემდებარებოდა აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. ამასთან, თითქმის ყველა საჯარო სკოლა საჭიროებს ცალკეულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოს. ავარიულ და სარეაბილიტაციო საჯარო სკოლებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებიც. მოწოდებული ინფორმაციით, ავარიულ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ტარდება  აუცილებელი  ღონისძიებები, თუმცა, მსგავსი ღონისძიებები რიგ შემთხვევებში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოების ჯეროვან დაცვას.

მისასალმებელია, რომ 2015-2017 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალი საჯარო სკოლები შენდება, თუმცა, მათი რიცხვი მცირეა. მცირეა ასევე აღდგენა–სარეაბილიტაციო (გამაგრებითი) ღონისძიებები. კერძოდ, 2015-2017 წლებში (წინასწარი მონაცემებით) სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარების 2015-2017 წლების გეგმების ფარგლებში დაიწყო 22 საჯარო სკოლის მშენებლობა და დასრულდა 8 საჯარო სკოლის მშენებლობა.  დადებითად უნდა ჩაითვალოს, რომ ''საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში'' დაგეგმილია 35 საჯარო სკოლის გამაგრებითი სამუშაოები და 518 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, თუმცა აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცესი განხორციელდეს დროულად და ხელი არ შეეშალოს 2017 წლის საშემოდგომო სემესტრის დაწყებას.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა (CRC) და ამავე კონვენციის N1 ზოგადი კომენტარის  თანახმად, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხო ფუნქციონირება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოს შესაბამისი სტანდარტების დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აუცილებელია, აქტიურად განხორციელდეს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს განათლების ხელმისაწვდომობასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფაზე. ასევე, უნდა გაუმჯობესდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და განახლდეს სასწავლო ინვენტარი, განსაკუთრებით, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. მნიშვნელოვანია, უფრო ინტენსიური გახდეს ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა,'' - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება