სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი წარწერა თქვენს მაისურზე“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. 

ჩემი წარწერა თქვენს მაისურზე

ცისარტყელასავით შემოირკალა ეს განვლილი წლები თქვენს სასკოლო ცხოვრებაზე, სადაც გარდამავლი ხანა,
ნელი ნაბიჯით შეესისხლხორცა უდრტვინელ სამყაროს, გარდასახა მიზნები. შექმნა იმედებისა და
შემართების გიგანტური ტალღა, აბობოქრებული ზღვის ნაპიროსკენ წამოსული, გამჭვირვალე კედელი, რომელიც არ ეპუება უსამართლობის ნაპირს. მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას ირეკლავს, თავისი წმინდა გულით. სწორედ ეს იყო თქვენი ნებისმიერი პედაგოგის ძალლისხმევა, რომ
შეგექმნათ სამყარო სადაც შურს და ბოროტებას ადგილი არ ექნებოდა. ქვეყნიერება თავისი მრავალფეროვანი ეკრანით, იშლება თქვენს წინ, აქ გადამწყვეტი სიტყვა გეკისრებათ, როგორც მთავრი როლის საუკეთესეო შემსრულებელი...

რამდენჯერ წარმოგიდგენიათ ეს დღე თქვენს ცნობიერებაში, დაგირეკავთ ბოლო ზარი, როკვით გაგიცოცხლებიათ, თქვენთვის ნაცნობი და საყვარელი სკოლის ეზო, გითქვამთ ლექსები, რომელიც დიდი ენთუსიაზმით არის შექმნილი, პედაგოგებზე ან თქვენთის სასურველ პიროვნებაზე, გიმღერიათ, გიცეკვიათ, გიხალისიათ, გაგიკეთებიად ჩანაწერები, მოგისიყვარულებიათ საყვარელი სკოლის
კედლები.... არსებული გარემოებების გამო ვერ გძალუძთ, ბედნიერების სახალხოდ მოფენა, დარწმუნებული ვარ, ბოლნისის ქუჩები, კიდევ მრავალჯერ იგემებს, თქვენი ბედნიერებით გამოწვეულ სიახარულს. გილოცავთ ამ ულამაზეს დღეს, თვენი ცხოვრების წარმატებისაკენ მიმავალ გზას.


გურამი სურმანიძე, გოჩა შანთაძე , კობა შაინიძე, დათო ცეცხლაძე, ეს ის მოსწავლეებია რომლებმაც დღეს
დისველის საჯარო სკოლაში, ბოლო ზარი დარეკეს, გაშალეს ფრთები და ბუდიდან აფრენა განიზრახეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის სრული შემადგენლობა, მათთან ერთად წლების განმავლობაში, საერთო მერხს იზიარებდა, ვარდო შაინიძე, ლაშა დავითაძე, დიანა შაინიძე, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო, მოუხდათ ცხოვრების სხვა დინების შერჩევა, სხვა წარმატებული გზისკენ სვლა, ვუსურვოთ ბედნიერი და ბავშვივით ნათელი მომავალი..თქვენ კი ჩემო ნიჭიერო, გონიერო, მოსწავლეებო, გილოცავთ გულით და სულით, სულ იავ-ვარდით მოფენილიყოს თქვენი სამომავლო მიზნები, ცხოვრების გარდამავალი ეტაპები, ბედნიერი და საამო დღეები... ეს ჩემი წარწერააა თქვენს მაისურზე, რომელსაც წლები ინახავთ და გახსენებთ იმ უდვრტვინელ ბავშვობას რასაც სკოლის ასაკი ჰქვია....
                                                                                                                              ნინო დოხტურიშვილი.


წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება