სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

დააბრუნებენ თუ არა რესტორნები ბანკეტისთვის გადახდილ „ბეს“? – „გვირჩევნია, ეს თანხა დავკარგოთ, ვიდრე მინიმუმ 2000-ლარიანი ხარჯი გავწიოთ“
20-05-2020
-
+


სამწუხაროდ, წელს მეთორმეტეკლასელებს არც „ბოლო ზარი 2020“ ექნებათ და არც „ბანკეტი 2020“. 20 მაისიც ერთი, რიგითი კარანტინული დღე იქნება, დასამახსოვრებლი ზეიმის ნაცვლად. ბავშობასთან გამომშვიდობების და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის გზაგამყოფი დღესასწაულის გამოტოვება, ემოციურად საკმაოდ მძიმე იქნება. ალბათ, ადვილი არ არის, არსებულ რეალობასთან შეგუება - რაც უნდა იყოს, ეს დღე  ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ დგება, თუმცა, გვინდა თუ არა - რთული მოცემულობის გათავისება გვიწევს და არც ესაა იოლი, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება.

პანდემიამდე, მოსწავლეებისა და მშობლების გარკვეულმა ნაწილმა თადარიგი დაიჭირა და საბანკეტო დარბაზებს შეუთანხმდა. ბუნებრივია, ამისთვის რესტორნებმაც, დარბაზებმაც, რეზიდენციებმაც გარკვეული თანხა, „ბეს“ სახით, წინასწარ მოითხოვეს. თანხა ციმციმ შეგროვდა და წინასაბანკეტო ფუსფუსის მეორე ეტაპი - ჩაცმულობის შერჩევა დაიწყო. ზოგმა დიზაინერს შეუკვეთა სამოსი, ზოგმა ონლაინ-შესყიდვა გადაწყვიტა... ზედმეტი დეტალების გაცნობით თავი რომ არ შეგაწყინოთ, ერთი სიტყვით, ოჯახებმა გარკვეული, არცთუ უმნიშვნელო ხარჯი პანდემიამდე კარგა ხნით ადრე გაწიეს.

მერე კი, ყველაფერი თავდაყირა დადგა და  ბანკეტიც აღარავის ახსოვდა... ამ სიტუაციაში კი საინტერესოა, რა ეშველება გადახდილ თანხებს და დააბრუნებენ თუ არა მათ რესტორნები?

როგორც გავარკვიეთ, თუ მოსწავლეები ბანკეტის გადახდაზე უარს იტყვიან, წინსწრებით გადახდილი ფულის დაბრუნება არც განიხილება. თუმცა რესტორნები თანახმა არიან, მოსწავლეებმა ეს ღირსშესანიშნავი ღონისძიება, უბრალოდ, გადაავადონ და თუნდაც, სექტემბერში აღნიშნონ. სხვა შემთხვევაში, გადახდილი თანხა ოჯახებს დაკარგულად ჩაეთვლებათ! 

ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებულ ციფრებზე არცაა საუბარი და დიდი ამბავი - თითო მოსწავლემ რესტორანს წინასწარ, დაახლოებით, 100 ლარი გადაუხადა, მაგრამ თუ  გავითვალიწინებთ მეთორმეტეკლასელთა არცთუ უმნიშვნელო რაოდენობას, წინასწარ გადახდილი თანხები ასე მიზერულადაც აღარ მოგვეჩვენება.

მოკლედ, რომ ვთქვათ წელს ბანკეტები ფინანსურად გაბანკროტდა და აბიტურიენტებისა და მომავალი სტუდენტების ოჯახების ხარჯებიც განულდა. მხოლოდ ამ დადებითს თუ მოვძებნით იმ დღის გამოტოვებას, რომელიც მთელი ცხოვრების მოგონებებში, ერთ-ერთი დასამახსოვრებელია. თუმცა გადაწონის კი ფინანსური დანაკარგების არიდება, ის ემოციები დათმობას, რაც მთელი ცხოვრება უნდა გაჰყოლოდათ დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს?! - ალბათ, არა.

სხვა საქმეა, თავად საბანკეტო დარბაზები კლიენტებს ბანკეტის გადავადებას რომ სთავაზობენ რამდენიმე თვით. დავიწყოთ იმით, რომ სექტემბერში, უკვე სტუდენტებს, რამდენად ენდომებათ ამ ღონისძიების ჩატარება, გაურკვეველია. თანაც გასათვალისწინებელია ოჯახების სოციალური ფონი - უმაღლესში არსებული გადასახადის გამო, ალბათ ერთეულებს ექნებათ ფუფუნება, დამატებითი და თან სოლიდური ხარჯები გაწიონ და ამასაც რომ შევეშვათ - ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების ეტაპებს კვლავ ელიან, ასე რომ, ისიც არ ვიცით, რა ვითარება გვექნება იმ დროისთვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურად გამოდის - რესტრონებმა წინასწარ გადახდილი თანხები ისე მარტივად დაიტოვეს, პასუხის მომთხოვნი არავინაა.

Etaloni.ge- ჩაშლილი ბანკეტების შესახებ კომენტარი რამდენიმე მშობელს სთხოვა:

მარიამ კუჭავა - ძალიან მწყდება გული, ბავშვები ბანკეტის გარეშე რომ დარჩნენ, მაგრამ ეს ხომ ჩვენზე არაა დამოკიდებული? თანაც, სიმართლე გითხრათ, ყველაფერი იმხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ცოტა შვება ვიგრძენით. ახლა ყველას უჭირს, აბიტურიენტობის ხარჯი, ბანკეტი, შემდეგ უმაღლესის გადასახადი - დამეთანხმებით, ამ ყველაფერს საშუალო შეძლების ოჯახის შემოსავლები რთულად ჰყოფნის.

ლანა დავითაშვილი - სიმართლე გითხრათ, ბანკეტები და ზოგადად ამხელა ხარჯის გაწევა დიდი უაზრობა მგონია, ასე რომ, ძალიან კარგად განვითარდა ყველაფერი. არც ჩემ შვილს უნდოდა დიდად, უბრალოდ, კლასელების გამო გადავწყვიტეთ ბანკეტზე წასვლა. თანხა წინასწარ მივიტანეთ რესტორანში, რომელიც დაკარგულია. ამ სიტუაციაში, ნამდვილად გვირჩევნია, 100 ლარი „ბე“ დავკარგოთ, ვიდრე ივლისში ან აგვისტოში, დამატებით, მინიმუმ 2000-ლარიანი ხარჯი გავწიოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება