სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაიაზრე თავისუფლება“ - სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ონლაინ პროექტისთვის ესეები, ნახატები და ვიდეორგოლი შექმნეს
19-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის  IX-X კლასის მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმით იმუშავეს პროექტზე: „გაიაზრე თავისუფლება“. პროექტი დაგეგმა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, მოსწავლეემა წარმატებით გაართვეს თავი. მათ შექმნეს ნახატები, დაწერეს ესეები და მოამზადეს ვიდეოები.

წარმოგიდგენთ სავანეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის, ნარმინ დუნიამალიევას ესეს: „გაიაზრე თავისუფლება“

ღმერთო რა ვიგრძენი? მეგონა ცხოვრება დამთავრდა, მეგონა ვეღარასოდეს ვნახავდი კლასელებს, მასწავლებლებს, ახლობლებს. წარმოუდგენელი რამ მოხდა.

რამდენიმე დღე დეპრესიაში ვიყავი: წარმოვიდგინე უმუშევრობა, შიმშილი, გაჭირვება, დღეს, როცა დავმშვიდდი, ეს ყველაფერი არარეალურად მეჩვენება. მივხვდი ერთ რამეს: ადამიანებმა უფრო მეტად უნდა გავიგოთ ერთმანეთის ფასი, მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ, დავაფასოთ. ბებია-ბაბუას ვეკითხები, ასეთი პანდემია თუ ყოფილა მათ პატარობაში,  მპასუხობენ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. ისტორიიდან ვიცი, რომ მონღოლებს თან სდევდათ ეპიდემიების გავრცელება, ჭამდნენ ყველაფერს, რაც დედამიწაზე ძვრომიალობდა, ქართველთა ბანაკებშიც იფეთქებდა ხოლმე ეპიდემიები, სწორედ ეპიდემიამ შეიწირა  საქართველოს მეფე დავით ულუ და ბევრი სხვა. შუა საუკუნეებში ხშირი იყო ეპიდემიები, მაგრამ ეს კორონავირუსი რაღაც სხვანაირი სისწრაფით გავრცელდა.

საოცარი ის არის, რომ დღეს ცივილიზებულ ეპოქაში მედიცინის მუშაკებისთვისაც კი გაუგებარი აღმოჩნდა რა დაავადებაა, როგორ შეიძლება განიკურნო და ა.შ.

ყველაზე უკეთესი საუნჯე, რაც პანდემიამ დაგვიტოვა, არის  ერთმანეთის სიყვარული, თავაზიანობა, მეტი პატივისცემა. დადებითი მხარეებიც გამოავლინა კორონავირუსმა. ოჯახის წევრებს მეტი დრო გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობის, მოვკიდეთ ხელი კულინარიას, ყველა მოცლილია, დრო საკმარისზე მეტი გვაქვს, მიუხედავად ამისა ვიტყვი, რომ არცერთი წუთი არ მოვდუნებულვარ, ყველა  გაკვეთილს, რომლებსაც პედაგოგები ონლაინრეჟიმით გვიტარებდნენ,  ვამზადებდი.

საფრთხე კიდევ არსებობს, სასურველია და აუცილებელი წესების დაცვა, კიდევ დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მალე გაივლის პანდემიის ჟამი და ეს წუთები დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება