სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი მეგობარი“ - შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლის ნანა გელაშვილის საინტერესო ნოველა
15-05-2020
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა გელაშვილმა მეგობართან ერთად ნოველა დაწერა. მის ნაშრომში კორონავირუსით დაინფიცირებულ პატარა გოგონაზეა საუბარი.

ჩემი მეგობარი

ჩემს სოფელში  პატარა სკოლაა  და საყვარელია  ყველა ბავშვი, ვმეგობრობთ ერთმანეთთან, მაგრამ მე განსაკუთრებით ერთი მათგანი მიყვარს. ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით, ჭირშიც და ლხინშიც.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა ვირუსი  სახელად „COVID-19“, ვისაც კი ხვდება, ფატალურად მთავრდება მათი მდგომარეობა. ყველა ადამიანი შიშმა შეიპყრო, მათ შორის ჩვენც, ბევრი დაიღუპა, ასაკი განუსაზღვრელია, იღუპება მოხუცი, შუახნის ადამიანები და უცოდველი  ბავშვებიც.

მე და ჩემმა მეგობარმა ვიფიქრეთ, დაგვეწერა პატარა ნოველა (სხვა ორ მეგობარზე) და ასე განვავრცეთ:

„ერთ სოფელში ცხოვრობდა ორი საუკეთესო მეგობარი, ერთი ხშირად ავადმყოფობდა და ხშირად უწევდა სკოლის გაცდენაც, მეორე კი ძლიერი იმუნიტეტის მქონე იყო. სკოლიდან რომ წამოვიდოდნენ, სულ ერთად იყვნენ, გაკვეთილებს ერთად ამზადებდნენ, საოჯახო საქმეებში ეხმარებოდნენ უფროსებს.

ერთ დღეს საზღვარგარეთიდან  ჩამოვიდა ბიძა, რომელიც დაავადებული ყოფილა ვირუსით, კერძოდ პანდემიით, ოჯახმა არ იცოდა და ჩვეული სტუმართმოყვარეობით მიიღეს სტუმარი. რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა გახდა ცუდად, მაღალი სიცხეებით და ხველებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და… რისიც ეშინოდათ ის მოხდა, პატარა უკვე ინფიცირებული იყო პანდემიით.

მეგობრები სისტემატურად ერთვებოდნენ ონლაინში ,   ეხმარებოდნენ ფსიქოლოგიურად დასუსტებულ მეგობარს და ხშირად იმეორებდნენ: „მალე ყველაფერი კარგად იქნება“. ონლაინში მღეროდნენ, ერთად სწავლობდნენ გაკვეთილებს, ყვებოდნენ ახალ ამბებს, ერთმანეთის დასაყრდენი წერტილები იყვნენ. ამ პერიოდში დაემთხვა აღდგომის დღეები და ერთად ლოცულობდნენ გოგონები. იმედი არ ეკარგებოდათ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და აი სასწაული, უფალმა ისმინა მეგობრების ვედრება და გოგონას გაუმჯობესება დაეტყო, ექიმებმა გამოიგონეს ვაქცინა, მალე ფეხზე მყარად დადგა პატარა გოგო და დადგა ნანატრი დღე, გოგონა სახლს და მეგობრებს დაუბრუნდა. ამ ბაასში ვიყავით მე და ნუცა და გაგვახსენდა ჩვენი პატრიარქის დაწერილი ლექსი“

ყველაფერი კარგად იქნება

ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,

ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.

იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ

ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას

შენი ცხოვრებაც ისე იქნება.

გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის

და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში

განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;

ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად

და ყველაფერი კარგად იქნება!

ნოველა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება