სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 ცვლილება, რომლებიც კორონავირუსმა სასკოლო სისტემაში გამოიწვია - გამოავლინა „მასწავლებლად დაბადებული“ პედაგოგები...
27-05-2020
-
+


პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სასკოლო სისტემაში ორ თვეში ისეთი ცვლილებები განხორციელდა, რომლების სისრულეში მოყვანასაც ჩვეულ რეჟიმში, შესაძლოა, ორი წელი დასჭირვებოდა. მოულოდნელად თავსდატეხილმა კორონავირუსმა მსოფლიო შეცვალა, საქართველოს განათლების სისტემა კი სულ სხვა რელსებზე გადაიყვანა.

სექტემბერში, როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავდნენ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სულ რაღაც 6 თვეში გაკვეთილებს სახლიდან ჩაატარებდნენ. ვერც მშობლები წარმოიდგენდნენ, რომ კომპიუტერი ოჯახში გასაყოფი გახდებოდა.

და მაინც, რა ცვლილებები გამოიწვია კორონავირუსმა? როგორ შეიცვალა ყოველდღიურობა სკოლის პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის? 

5 თვალშისაცემი ცვლილება:

კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება - ეს სკოლის ყველა წარმომადგენელს შეეხო, დირექციას, პედაგოგსა თუ მოსწავლეს. ყველა ასაკის მასწავლებელს მოუწია, დაუფლებოდნენ ინტერნეტ რესურსებს. მართალია, თავდაპირველად ამან შიში, ქაოსი და გაურკვევლობა გამოიწვია, თუმცა პედაგოგებმა, მიუხედავად ასაკისა, დაიწყეს საკუთარ თავზე მუშაობა და უნარების გაუმჯობესება. 

დროის მართვის მენეჯმენტი - ძალიან მნიშვნელოვანი გახდა დროის დამოუკიდებლად მართვა. დისტანციური სასწავლო პროცესი არაა ისე გაწერილი დროში, როგორც სკოლაში ჩატარებული 45 წუთიანი გაკვეთილი, შესაბამისად, მასწავლებლებს თავად უწევთ განსაზღვრონ გაკვეთილისთვის საჭირო დრო. ეს, გარკვეულწილად, თავისუფლებაა მათთვის, რადგან თავად ირჩევენ 20 წუთიანი გაკვეთილი ჩაატარონ თუ 50 წუთიანი, თუმცა პედაგოგები დაგვეთანხმებიან, რომ დროის სწორი მენეჯმენტი დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მასწავლებელს უწევს ონლაინ გაკვეთილის დრო გათვალოს ისე, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების გარეშე.

სწავლა/სწავლების პროცესში ჩართვა სურვილით ხდება და არა მოვალეობით - დისტანციურმა სწავლებამ უფრო მეტად გამოკვეთა, რომელ მოსწავლეს სურს სწავლა, ცოდნის შეძენა. ასევე ამ პროცესმა გამოავლინა „მასწავლებლად დაბადებული“ პედაგოგები, რომლებიც მზად არიან, ყველა სიტუაციაში სიყვარულით აკეთონ თავისი საქმე და არა მოვალეობით. დისტანციური სასწავლო პროცესი, მართალია, სავალდებულოა, თუმცა მკაცრად არ კონტროლდება, არ იწერება „არები“ არც მოსწავლეებისთვის და არც პედაგოგებისთვის გაკვეთილის გაცდენის გამო. სწორედ ასეთ სიტუაციაში რომელი მოსწავლეებიც აქტიურად ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ სურვილი და არა ვალდებულება. თუ სკოლაში გაკვეთილზე ხშირად იძულებით და „არას“ არდაწერის გამო ისხდნენ, ამჯერად ყველაფერი მათ პასუხისმგებლობასა და სურვილზეა დამოკიდებული.

მშობლების დამოკიდებულება შვილებისა და მასწავლებლების მიმართ - ეს კიდევ ერთი ცვლილებაა, რომელიც ამ სიტუაციას მოჰყვა. მშობლებმა უკეთესად დაინახეს საკუთარი შვილების შესაძლებლობები, სისუსტეები და ძლიერი მხარეები. ბევრ მშობელს ჰქონდა სურვილი, დაენახა, რას აკეთებდა თავისი შვილი გაკვეთილზე, აქტიურობდა თუ მორცხვად იჯდა? მარტივად ითვისებდა ახსნილ მასალას თუ უჭირდა? ახლა ეს ყველაფერი მარტივად გასაგებია. მათ სახლში შვილებზე დაკვირვების საშუალება მიეცათ.

რეპეტიტორი ონლაინში - საქართველოში გამოწვეულმა ეპიდსიტუაციამ ყველა სახლში გამოგვკეტა და აბიტურიენტების მომზადებამაც ონლაინში გადაინაცვლა.  მასწავლებლები დისტანციურად ატარებენ გაკვეთილებს. რეპეტიტორები ასევე უკავშირდებიან აბიტურიენტებს და დისტანციურად აწვდიან საჭირო მასალებს თუ ცოდნას. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ასეთი სწავლების პრაქტიკამ მოსწავლეებს არჩევანის საშუალება მისცეს, მოემზადონ „ონლაინ რეპეტიტორებთან“ თუ თავისივე სკოლის პედაგოგთან. იზრდება ონლაინ რეპეტიტორების შანსიც, რომ მოამზადონ მეტი მოსწავლე მიუხედავად აბიტურიენტების ადგილმდებარეობისა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება