სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მამაპაპისეული სახლი“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის სევდიანი ნოველა
13-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ნოველას - „მამაპაპისეული სახლი“ გვიზიარებს. 

მამაპაპისეული სახლი

სოფლის ორღობეში სარეველა ბალახი, ცამდე აწვდილ კონებად, გადაწოლილ-გაბატონებულიყო, გარიყულად მდგარ სახლის, გაცრეცილ კედლებს, წინაპართა სისხლი ასულდგმულებდა, ნუგეშის სიტყვებით ამკობდა: ნუ სწუხართ..! ჩემი სისხლხოცი მოგილამაზებთ ფერდობს და მოგახვევთ ისსფერ კამარასო....ქვებად ქცეული ფუძე კი ცასა და მიწას გამოკიდებულ ფრინველივით, სევდიანად უმზერდა უნაყოფო იმედის სხივს....

ზარების როკვასავით ჩამესმოდა ბუნების უიმედო მონოლოგი...ჩემდა უნებურად მივიკვლევდი კარგად ნაცნობ
მაგრამ მივიწყებულ გზას. ხავს მოკიდებული ჭიშკარი დიდი ძალისხმევით შევაღე, ავღელდი...
ავფორიაქდი....წინაპართა ფუძე მსაყვედურობდა: სად იყავ ამდენი ხანი? რად არ მოგვეპატრონე, რად დაგვტოვე ბედის ანაბარაო? მთელი სხეული, ამოფრქვეული ვულკანივით მძინვარებდა ...წუხდა..გვრგვინავდა...... პაპისეული ხეხილი უკვდავი სულისა და სახელის ნათელ მოგონებად წარმომიდგა. აი მისი დარგული ტყემლის ხეები ქარვასა და ლალის თვალებით მიჭრელებდა მზერას .. მაინც აღმოცენდა ეს დალოცვილი,ნაყოფი მოისხა. გაამართლა პაპის იმედი…სახლის წინ მდგარ, უგემრილეს სანთელივით ყვითელ და შაქარივით ტკბილ მსხლებს შევავლე თვალი..მკლავებს საგულდაგულოდ, იზვინთავდა დახუნძლული ნაყოფით, იფერბედა დედაბუნებისგან შემკულ სიუხვეს...თავ მომწონე კაკალსაც ცის კამარამდე აღემართა, ფართოთ გაშლილილი ტოტები, თითქოს ღმერთს შესავედრებელ სიტყვას სთხოვდა.... ამაყი, გულნატკენი, მზერით მითვლიდა მისკენ მიმავალ ნაბიჯებს და ყურში განრისხებული, ტონით ჩამძახოდა...რისთვის მოხველ რამ აგიბნია გზაკვალიო? არ მაპატია, ჩემი უგუნური საქციელი. დამდურებული თვალები, მაცილებდა, დანგრეული სათონის გაცრეცილ კედლებამდე.... გამახსენდა ბებოს დალოცვილი ხელებით გამომცხვარი, კახურ პური, ნაუცმადევად გაშლილი სუფრა ყველით და ბოსტანში დაკრეფილი კიტრი-პამიდვრის სალათით.. ახლაც მახსოვს ის დაუვიწყარი გემო.... რომ შემეძლოს, სიყვარულით დაგიკოცნიდი მაგ ჯაფისაგან დაღარულ, დამჭკნარ ხელებს ...მოგეხვეოდი ...ჩაგიხუტებდი. სამწუხაროდ იმ წარსულის კინოფირიდან, მხოლოდ მოგონებები შემრჩა იმედად, ბებოს გარეშე სათონესაც გამოეცალა საძირკველი... მხოლოდ ბერბიჭა ხეებს ვერ დააკლო ჟამთა სვლამ ვერაფერი....ვერ დააჩოქა, ვერ წაშალა წარსულის კვალი. ჩვენი საგვარეული თუთაც ამის უტყუარი დასტურია...... როგორი სითბოთ მომიალერსა ბარხატის, ზურმუხტივით მწვანე ფოთლებით...მარტო ღმერთმა იცის რამხელა სითბო ჩააქსოვა ამ ერთ შეხებაში, წლების უკან მის ჩრდილში საოჯახო სუფრას გაჰქონდა ჟრიამული, წლოვანი ხე, ლომოვით ტორებს შემოჰკრავდა და მთელ სოფელს
აგებინებდა, ახმაურებული აზო-კარის, ბედნიერ წუთებს..

-კახური მრავალჟამიერი შემოსძახე პაპი, აი ვაზის ცრემლებიც ზემოდან დააყოლე,ეს დალოცვილი უკვდავების წყაროა, მარადიული სიცოცხლის, უტყუარი წამალი, მიდი შვილო „გადაჰკარ“. გაკვირვებით შევავლებდი ხოლმე მზერას, ჩემთვის რომ დალევა არ შეიძლება პაპი, შენ მიირთვი, სულ ჩვენს გვერდით იქნები, არასოდეს მიგვატოვებ!

„მართალი ხარ პაპი, გახსოვდეს შენა ხარ ჩემი მრავალჟამიერი და უკვდავების წყაროც...

ნეტავი იმ დროს...როგორ უხაროდათ მოხუცებს ჩვენი კარების ზღურბლზე გამოჩენა, რამხელა ბედნიერებას ჰგვრიდა მოულოდნელი სტუმრობა, თურმე რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის...

აი ბათურაც გამოენთო ბუჩქებიდან, გახელებული ხელებსა და სახელ გვილოკავდა, მთელი ძალით გვახტებოდა, წკმუტუნებდა, ცმუკავდა...ეს არის მისი ჩვენდამი სიყვარულის, გამოხატვის ზემდგომი საფეხური, რაც ადამიანს არ ძალუძს, ძალუძს ცხოველს, მისივე ინსტიქტების გამოვლენის თავისებურობით...ბათურა პაპას უერთგულესი მეგობარი გახლდათ, უერთმანეთოთ ვერსად მოჰკრავდით თვალს, ცხოველი თავის პატრონს გამხეცებული იცავდა, ცუდის მომასწავლებელი როგორც ადმიანისგან, ასევე ცხოველისგანაც. პაპაც უსიტყვოდ გრძნობდა ძაღლის სურვილებს, თითქოს საერთო ენა და თვალი ჰქონდათ..

ყველაფერი ცრემლნარევი მონატრებით იღვიძებს ჩემს მეხსიერებაში, ხან დარდი მიპყრობს ხამ ღიმი მესახება და ასე საკუთარ თავთან ჭიდილში გავლიე რამოდენი საათი, იქვე თუთის ხის ძირში მჯდარი. გულს მიკლავდა ის რეალობა რომ აღარც ბებოა, აღარს პაპა და არც ბათურა გამოხტება ბალახებიდან ჩემს დასახვედრად..... შორეულ ლანდებს დაგვიანებით დაუწყე ფერება. ნათლად გავათვიცნობიერე რომ ამ ჯანღონით სავსე მოხუცებს, მხოლოდ ჩვენი დანახვა აძლევდათ ძალას და ბედნიერ სიცოცხლით სავსე დღეებს.

მათი გარდაცვალების შემდეგ ამ კარმიდამოში შემოსვლაც კი ტკივლის მგვრიდა სირცხვილი და უპასუხისმგებლობა ერთიანად მიფორიაქებდა სულს,

დანაშაულის გრძნობა აჩრდილით თან მდევს, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ დედამიწის ზურგზე, მხოლოდ ერთეულს შეუძლია გადმოსცეს, მთელი გულით და მონატრებით გამოწვეული ის ბედნიერება, რომელიც ბებია-ბაბუას დანაოჭებულ თვალებს, ტუჩებს და ხელებს შეუძლია...

მათი გარდაცვალების შემდეგ ბათურას მივაკითხე, ბავშვობაში ჭიშკართან მეგებებოდა ონოვარი, სიცოცხლით
სავსე ცხოველი, იმ დღეს კი მხოლოდ გაუსაძლის სიცარიელემ მიმასპინძლა, ალბათ განერიდა ამ სახლ-კარს, ვერ გაუძლო მარტოობას, ამის გაფიქრებაზე სევდა მომეძალა, დარდი და წუხილი მორევივით დატრიალდა ჩემს სხეულში.​ ცოტახანს კიდევ შევყონდი თუთის ხესთან და მერე ჩემი საყვარელი მოხუცების საფლავისკენ გავეშურე, გზადაგზა გაუსაძლის ტკივილს ვგრძობდი, გზაც უსასრულოდ გაიწელა დამძიმდა... გულაჩუყებული მივადექი უკანასკნელ ნავსაყუდელს, შორიდან დავლანდე მათი მიწიერი საბრძანებელი, მიუახლოვდი თუ არა დავინახე ბათურას როგორ უდვრტვინელად ჩასძინებოდა, პაპას საფლავზე მარადიული ძილით .სწორედ ეს იყო ის სიყვარული, რომელიც ზრაპრულად გვესახება, გვეზმანება და საუკუნოდ ცხოვრობს... პაპას სიცოცხლემ, იმდენად დიდი სიხარული აჩუქა ბათურას, რომ სიკვდილის გარდაუვალი ხვედრი ორივემ ერთად გაიზიარა..

                                                                                                                     ნინო დოხტურიშვილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება