სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ შეიცვლება განათლება და მასწავლებლის როლი პანდემიის შემდეგ: მსოფლიო ექსპერტების 5 პროგნოზი
03-06-2020
-
+


იუნესკოს მონაცემებით მსოფლიოში მოსწავლეების და სტუდენტების 91% კარანტინში აღმოჩნდა. ეს მეორე მსოფლიო ომის დროიდან სკოლების და უნივერსიტეტების პირველი გლობალური დახურვაა. განათლების ექსპერტები აცხადებენ, რომ როდესაც ბავშვები და სტუდენტები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, განათლება ვეღარ შეძლებს იყოს ისეთი, როგორიც პანდემიამდე.

საინტერესოა როგორ შეიცვლება COVID-19-ის შემდეგ სწავლება და მასწავლებლის როლი? გთავაზობთ განათლების ექსპერტების პროგნოზებს:

განათლება ცხოვრებისეული უნარების შესაძენად

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ასახელებს 4 მთავარ ცვლილებას, რომელიც განათლებას კარანტინის შემდეგ ელოდება. მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად გრძნობენ პანდემიის შედეგებს, ეს არის „თაობა Z“: მათგან ყველაზე უფროსნი 25 წლის არიან, ბევრი მათგანისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმებულია, ჩასაბარებელი კი გადადებული. ამ თაობას აღწერენ ორი აბრევიატურით: FOBA (Fear of Being Alone) - მარტოობის შიში და FOMO (Fear of Missing Out) შიში რაიმე გამოტოვონ. მათ არ უნახავთ მსოფლიო ტექნოლოგიებს გარეშე, ამიტომ ისინი ცდილობენ ყოველთვის კავშირზე იყვნენ და სხვადასხვა მესენჯერებისა და პროგრამების საშუალებით მყისიერი პასუხები ან კომენტერები მიიღონ საქმის შესახებ.

თაობა Alpha ასევე მოყვა კარანტინის ხაფანგში: მათთვის ტექნოლოგიები მათი ცნობიერების გაგრძელებას წარმოადგენს, სოციალური ქსელი კი - ცხოვრების სტილს. იმისთვის, რომ ამ აუდიტორიის მოთხოვნები და მოლოდინები დაკმაყოფილდეს, განათლებამ ადამიანებს უნდა ასწავლოს გამძლეობა და ადაპტირება. სწორედ ეს უნარები, გახდება საკვანძო პოსტპანდემიურ მსოფლიოში, თვლიან ექსპერტები, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ კრიზისული სიტუაციების ეფექტურად გამკლავებას. გარდა კრეატიულობისა, კომუნიკაციისა და  კოლაბორაციისა განათლებამ ასევე მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ​ ემპათიას, ემოციურ ინტელექტს და ასწავლოს ადამიანებს იმუშაონ კულტურათაშორის და განსხვავებულ ასაკობრივ გუნდებში და სხვადასხვა ადამიანების ძლიერი მხარეები და ნიჭი გააერთიანონ.

შეიცვლება მასწავლებლის როლი

კარანტინის შემდეგ მასწავლებლის პროფესია მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, მიაჩნიათ ექსპერტებს. რა თქმა უნდა, პედაგოგის მნიშვნელობა მომავალშიც გადამწყვეტი იქნება, მაგრამ უნდა შეიცვალოს მისი როლი.

მასწავლებელი ვეღარ მისცემს თავს უფლებას იყოს უბრალოდ საკუთარი საგნის მცოდნე. ახლა ის უნდა იყოს ფასილიტატორი, რომელიც ახალისებს და კოორდინაციას უწევს გუნდურ მუშაობას. დამატაბით მასწავლებლებმა უნდა გაიარონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საფუძვლიანი ტრენინგები, რომ მათი ვირტუალური გაკვეთილები იყოს, რაც შეიძლება ინტერაქტიული და ყველა მოსწავლე მიიზიდოს. შეიცვლება ტესტირების და მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების მეთოდები: ონლაინ ინსტრუმენტებით მასწავლებელს უნარების მონიტორინგის და სტუდენტების შეფასების ფორმების მნიშვნელოვნად მეტი არჩევანის თავისუფლება ექნება.

სკოლა გახდება ჰიბრიდული

იაკობ ჰეხტმა, დემოკრატიული სკოლების ქსელის დამფუძნებელმა და ისრაელის განათლების მინისტრის მრჩეველმა, საზოგადოებას ონლაინ-კონფერენციის დროს პანდემიის შემდგომ განათლებასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გაუზიარა.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსი პედაგოგებს აჩვენებს შესაძლებლობებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ.

„​კორონავირუსის შემდეგ სკოლის ორ ცვლილებას ვპროგნოზირებ. პირველი, სკოლა გახდება ჰიბრიდული: დროის ნაწილს ბავშვები face-to-face ფორმატში - კლასში მასწავლებელთან ერთად ისწავლიან, დანარჩენ დროს კი ონლაინში დამოუკიდებლად სწავლას დაუთმობენ. 

​ოფლაინ და ონლაინ - განათლების ასეთი კომბინაცია სკოლას მსგავსი კრიზისების შემთხვევაში მოქნილად აქცევს და ასევე ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. მერეც, ქვეყნების ბიუჯეტი განათლებაზე შემცირდება. ამიტომ პედაგოგებს მოუწევთ იმუშაონ ნაკლები ფინანსური რესურსებით, ვიდრე დღემდე იყო.

სკოლებს მოუწევთ შეცვალოთ საკუთარი პარადიგმა - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენთვის ჩვეული სკოლის განრიგი, სადაც მითითებულია, რა დროს უთმობს მასწავლებელი გაკვეთილს. ახალი სკოლის განრიგმა უნდა აჩვენოს, რას სწავლობს ამ დროს მოსწავლე. ეს ახალი განრიგი ასევე იქნება ძალიან მოქნილი: მოსწავლეს შეუძლია გარკვეული დროით შეუერთდეს ტრადიციულ გაკვეთილს და აიღოს მისგან, რაც მას სჭირდება, დანარჩენი დრო კი ისწავლის კომპიუტერთან, თავის მეგობრებთან, ოჯახთან, მასწავლებელთან, რომელიც სამყაროს სხვა წერტილშია და ა.შ. ასეთი მოქნილი განრიგი მნიშვნელოვნად გაათავისუფლებს დატვირთვისგან მაწავლებლებს, აქცევს მათ მუშაობას უფრო ეფექტურად და პერსონიფიცირებულად: პედაგოგს გამოუთავისუფლდება მეტი დრო თითოეულ მოსწავლესთან პირადი კონტაქტისთვის და მათთან ფოკუსირებულ სამუშაოზე“.

საშინაო განათლება ტრენდული გახდება

აშშ-ი დაახლოებით 1, 7 მილიონი მოსწავლე სახლში სწავლობს, ისინი საშინაო განათლებას პანდემიამდე იღებდნენ. მაგრამ დღეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ონლაინ-სწავლების ტენდენციას დადებითად აფასებს და პროგნოზირებს, რომ ბევრი მთავრობა გადახედავს თავის წარმოდგენებს საშინაო განათლების შესახებ. ხოლო ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ბევრი ოჯახი გადაწყვეტს გადაიყვანოს შვილები სწავლების ასეთ ფორმატზე.

განათლება გლობალური გახდება

ექსპერტების თქმით, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ექნებათ ორი ფორმა - კლასიკური და ონლაინ/დისტანციური. სტუდენტები განათლების მიღებას ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება