სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლემ ბერდია ალხიძემ ესეების კონკურსში- „მე ვირჩევ თანასწორობას“ პირველი ადგილი დაიკავა
08-05-2020
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს, ბერდია ალხიძეს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ ორგანიზებულ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ, ესეების კონკურსში- „მე ვირჩევ თანასწორობას“ პირველი ადგილის დაკავებას. 

ბერდია ალხიძე კონკურსის პრიზიორის რანგში გაემგზავრება ქალაქ სტრასბურგში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ესეების კონკურსი ეხებოდა საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნების და თანასწორობის კამპანიას და ამ საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას.

„თანასწორობა და მრავალფეროვნება, იგივე მულტიკულტურალიზმი, ადამიანებს შორის განსხვავებულობის ხელშეწყობა და მიმღებლობაა. თანასწორობის არსი იმაში გამოიხატება, რომ ყველა ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი „რასისა“, ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობისა, კანის ფერისა, მოქალაქეობისა, რელიგიისა, ენისა, მოვეპყროთ სამართლიანად და თანაბრად. მრავალფეროვნება ამ განსხვავებულობათა აღიარება და პატივისცემაა, ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით. 

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ბერდია ალხიძემ კონკურსის მთავარი იდეები შესანიშნავად და ძალზედ საინტერესოდ გადმოსცა. ესეში გადმოცემული მრავალფეროვანი შინაარსი გულგრილს არავის დატოვებს.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი კიდევ ერთხელ ულოცავს ბერდია ალხიძეს ამ დიდ წარმატებას და კიდევ მრავალ სასიხარულო და საამაყო წარმატებებს უსურვებს.

ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეს, ღების საჯარო სკოლის გეოგრაფიის კონსულტანტ მასწავლებელს-რევაზ ბარბაქაძეს საკონკურსო თემის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის. 

კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კამპანიის - „მე ვირჩევ  თანასწორობას“ Facebook-ის  (https://www.facebook.com/IChooseEquality)  და ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე  (www.coe.ge<http://www.coe.ge>).

ამასთან, გვინდა სიამაყით შეგახსენოთ, რომ გასულ სასწავლო წელს, ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ ანალოგიურ ესეების კონკურსში, თემაზე-„ მომავლის ევროპელი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა ასევე ჩვენის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე-ანი ლობჯანიძე, საკონკურსო თემით-„ფერისცვალება“.

იმედი გვაქვს, ანი სიამოვნებით გაუზიარებს ბერდია ალხიძეს ევროსაბჭოში თავისი ევროპული მოგზაურობის გამოცდილებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება