სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექციამ კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსი ჩაატარა
07-05-2020
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს მრავალფეროვანი აქტივობებითა და კონკურსებით ახალისებს. სკოლის დირექციამ ჩაატარა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში. კონკურსში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გამო უკვე დაანონსდა მორიგი კონკურსი სახელწოდებით: „ჩემი საუკეთესო ნამუშევარი“.

„პანდემიამ მსოფლიო მოიცვა. ყველაზე მეტად ბავშვები დაითრგუნენ. ბავშვი, ხომ ბუნებით ლაღია, ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით პატარებს ვერ გაეგოთ, რატომ უნდა „დარჩენილიყვნენ სახლში?“

გარდა დისტანციური სწავლებისა, რომელსაც ჩვენმა სკოლამ კარგად გაართვა თავი, ვიფიქრე, რომ კიდევ რაღაც იყო საჭირო მოსწავლეებისთვის, ისეთი რაღაც, რაც მათ ყურადღებას მოიცავდა და გონებას გადაატანინებდა უფრო საინტერესოზე. და აი, გამოვაცხადეთ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი, კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში.

ათი დღის განმავლობაში მოსწავლეები სკოლის გვერდზე აქვეყნებდნენ თავიანთ ნაწერებსა თუ ვიდეოებს. ისეთ აზარტში შევიდნენ, ზოგი მოსწავლე კონკურსის ბოლო დღესაც აგზავნიდა საკუთარ ნაშრომს.

და, აი 26 აპრილს უკვე გამოვაცხადეთ გამარჯვებულები. პირველ ადგილზე გასულებს თითქმის 2000 მოწონება ხვდათ წილად. კალიგრაფიის კონკურსში, პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს: ანი ფოცხვერაშვილმა, ნიკოლოზ ადეიშვილმა და მზია კაცაძემ. ხოლო მხატვრულ კითხვაში: ნინია პაპუნაშვილმა, თეკლა ახვლედიანმა და ანი თაყნიაშვილმა.

გამარჯვებულებს სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, გადაეცემათ სერტიფიკატები და სპეციალური ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები, სკოლის ლოგოთი და სლოგანით „ტრადიციულად პირველები“.

რადგან ამ კონკურსმა ასეთი მოწონება გამოიწვია მოსწავლეებსა და მშობლებში, ვაპირებთ მორიგი კონკურსის გამოცხადებას, სახელწოდებით: „ჩემი საუკეთესო ნამუშევარი“. აქ შევა როგორც ნახატები, ნაძერწები, ასევე საკუთარი ლექსები თუ ჩანახატები.

მოსწავლეები უკვე დიდი ინტერესით ელიან ახალ კონკურსს“,-აღნიშნავს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე. 

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება