| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი კორონავირსუსი საკუთარ თავში ორი სხვა, მონათესავე კორონავირუსის თვისებებს აერთიანებს, რომელთაგან ერთ-ერთს მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა, მეორე კი უკიდურესად გადამდები იყო.
ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუს SARS-CoV-2-ის სტრუქტურა შეისწავლეს და აღმოაჩინეს თვისებები, რომლებიც მათი აზრით, ხსნის, რატომ მრავლდება პათოგენი ადამიანებში ასე სწრაფად. კვლევის შედეგები ჟურნალში - Journal of Molecular Biology გამოქვეყნდა.
იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 ასეთი გადამდები კორნელის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა მისი სტრუქტურა ადრე ცნობილ კორონავირუსებს შეადარეს.
კვლევის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 თავისი აგებულებით ძალიან ჰგავს SARS-CoV-1-ს, რომელიც პირველად ადამიანებში 2003 წელს დაფიქსირდა, მას ასევ აქვს კეთილთვისებიანი კორონავუსს HCoV-HKU1-ის თვისებები.
ამასთან SARS-CoV-1 -ს უკიდურესად მაღალი ლეტალობით ხასიათდება, მაგრამ არც ისე სწრაფად ვრცელდება, HCoV-HKU1 კი მართალია შედარებით უწყინარია, მაგრამ ძალიან გადამდები. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ ამ ორი ვირუსის თვისებების ერთობლიობა აქცევს SARS-CoV-2-ს ასე სახიფათოდ.
მკვლევარებმა ასევე ახალი კორონავირუსის ზედაპირზე წარმოდგენილი S-ცილის (Spike protein) სტრუქტურაში აღმოაჩინეს განსაკუთრებული სტრუქტურის ელემენტი, რომელიც ვირუსის უჯრედში შეღწევაზეა პასუხისმგებელი. იგი ოთხი ამინომჟავისგან არის აგებული, რაც სხვა ადამიანისთვის ცნობილ კორონავირუსში არ გვხვდება.
კორონევირუსის ზედაპირზე არსებული S-ცილისგან აგებული საცეცების დახმარებით ვირუსი ჯანმრთელი უჯრედების რეცეპტორებს ეკვრის. ამ განსაკუთრებული სტრუქტურული ელემენტის არსებობა კი ვირუსს საშუალებას აძლევს მყარად ჩაეჭიდოს უჯრედის ზედაპირს, რაც მის გარანტირებულ შეღწევადობას უზრუნველყოფს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი კორონავირუსის S-ცილა უჯრედის რეცეპტორებს ეკვრის თითქმის ათჯერ უფრო მჭიდროდ, ვიდრე ვირუს ARS-CoV-1-ის.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“