სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრებაში უმთავრესია ჯანმრთელობა, რომელსაც ახლანდელ რეალობაში ფულით ვერ იყიდი“ - თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლე ჩანახატს გვიზიარებს
06-05-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თინათინ​ გაბუნია ჩანახატს გვიზიარებს. 

რა მასწავლა სიჩუმემ

  „დრონი მეფობენ და არა მეფენი“- ბევრჯერ გაგვიგონია ეს ფრაზა. ცხოვრებაში ადამიანს ყოველთვის ეძლევა დრო იმისთვის, რომ შეიცნოს თავისი რაობა, ცხოვრების არსი, თუმცა უმრავლესობა ამ დროს არ იყენებს და ფუჭად ფლანგავს. წუთისოფელმა კი ადამიანს ნელ-ნელა ასწავლა თუ რა არის მთავარი და რა- მეორე ხარისხოვანი. ადამიანი, რომელიც ფულს ანიჭებს უპირატესობას უნდა მიხვდეს, რომ ის წარმავალია. ცხოვრებაში უმთავრესია ჯანმრთელობა, რომელსაც ახლანდელ რეალობაში ფულით ვერ იყიდი.

   ამის ნათელი მაგალითია ახლანდელი უხილავი მტერი- კორონავირუსი. ამ დაავადებამ ბევრ ადამიანს ცხოვრება რადიკალურად შეუცვალა. ზოგი შიშს ჩაახედა თვალებში, ზოგსაც წაართვა საყვარელი ადამიანები, ბევრიც კი იმას იმედოვნებს, რომ ერთ დროს ეს ვირუსი დამარცხდება. მათ შორის ვარ მეც.

  „გვაქვს და არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით“. იმედია, ადამიანი ოდესმე მიხვდება, რომ ამქვეყნად, რაც გააჩნია, ის უნდა იკმაროს და მადლიერი იყოს. მთავარია ჯანმრთელობა, რომლის დაკარგვა ძალიან ძვირად გვიჯდება.

    კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველანი გავერთიანდით: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ღარიბი თუ მდიდარი. დღეს ერთ ჩვეულებრივ და ამავდროულად უსიამოვნო მოვლენად მივიჩნევთ ათასობით ადამიანის გარდაცვალებას, მათი სიცოცხლის გადასარჩენად გმირები იბრძვიან, დღეს წინა ხაზზე თეთრხალათიანები არიან და თუ გვინდა, რომ მათი დაუღალავი შრომა დაფასდეს, უნდა დავრჩეთ სახლში. ჩვენი დროებითი დაშორება ერთად ყოფნის საწინდარი იქნება. ადამიანის მარტო  დარჩენა, ბიბლიის თანახმად, ღმერთსაც კი არ სურდა და ადამს ევა შეუქმნა. მაგრამ ისინი, ვისაც არ ესმით ექიმების რჩევა-დარიგება და არ რჩებიან სახლში, ჩვენი საქციელით უნდა მივახვედროთ, ვაგრძნობინოთ  მათი წილი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია! დავრჩეთ სახლში, რადგან ვირუსი არავის  ინდობს!

   მე სიჩუმემ მასწავლა, იმის დაფასება, რაც გამაჩნია და ისიც, რომ ყველაფრისთვის უნდა ვიყო მზად -   რადგან შესაძლოა ხვალ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდე. 

 იმედი მაქვს, რომ ერთ დროს ისევ ერთად ვიქნებით, ვირუსს დავამარცხებთ და გამარჯვებულები ავაფრენთ  მტრედებს. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თინათინ გაბუნია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება