სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ალბათ, როცა სკოლა დაიწყება, სულ სხვანაირად შევხვდებით ერთმანეთს“- თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული პანდემიის შედეგები
06-05-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ანანო ციკოლია საკუთარ ნააზრევს გვიზიარებს თუ რა შეიძლება გვასწავლოს პანდემიამ.

გთავაზობთ ანანო ციკოლიას ჩანახატს. 

სიჩუმემ რა გვასწავლა?

მაშინ, როცა ჩვენი კლასიდან ხმაური ისმოდა, არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს, ეს ხმაური ხანგრძლივ სიჩუმეს შეეცვალა. დღეს კი რეალობა ასეთია: ჩვენი კლასის კედლები გაჩუმდნენ, მაგრამ ჩვენ არა! მართალია, ერთად აღარ ვართ, სამაგიეროდ ერთმანეთის გულში მუდამ ვრჩებით. გავრცელებული ვირუსის პრევენციის მიზნით, საჭიროა ჩვენი სახლში დარჩენა. იქნებ ეს კარგიცაა, ახლა ხომ  დიდი დრო გვაქვს დასაფიქრებლად, თუ რას ვაკეთებდით და როგორ, რამდენი ცუდი და რამდენი კარგი საქმის მარცვალი გვითესია. მაშინ როცა ერთმანეთს გულს ვტკენდით, არც კი ვფიქრობდით, რომ ეს დროც სანატრელი გაგვიხდებოდა. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის! მანამდე ჩვენ გვიყვებოდნენ სხვადასხვა ავადმყოფობის შესახებ და  სხვის მონაყოლს ვუგდებდით  ყურს. ჩვენ არ ვიცოდით პანდემიის  ეპოქაში მცხოვრები ხალხი რას განიცდიდა? რას ჭამდა? როგორ ცხოვრობდა? ახლა კი ეს ყოველივე ჩვენს  თავს ხდება. ღმერთმა ინებოს მომავალში თვითონვე მოვუყვეთ ჩვენს შთამომავლებს, ჩვენი განცდები, გასაჭირი, შთაბეჭდილებები და დიდი იმედი მაქვს, იმასაც მოვუყვებით, თუ როგორ დავამარცხეთ ეს ვირუსი! ასევე, ვეცდებით თაობებს გავუზიაროთ ის, რაც სიჩუმემ გვასწავლა.

სიჩუმე ამ ქვეყნად ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი რამ ყოფილა, თუმცა ვის უნახავს მონეტა, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს? ასეა სიჩუმეც, თან გვაძლიერებს, თან გვასუსტებს. ახლა ხომ ოთხ კედელს შუა ვართ გამომწყვდეულები. შიში გვიპყრობს - ვაი თუ ვირუსი ჩვენამდეც მოვიდეს?! თუმცა გვახსენდება, რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს. ძალაც ხომ ერთობაშია, ალბათ, როცა სკოლა დაიწყება, სულ სხვანაირად შევხვდებით ერთმანეთს, გავუფრთხილდებით და ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ, ძველს კი მოვინანიებთ! სიჩუმე ჩვენ შეგვცვლის და სხვანაირს გაგვხდის, განსხვავებულს. გთხოვთ ყველას, ვინაიდან ვურუსის დასამარცხებლად აუცილებელია სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია.

დავრჩეთ სახლში და ვაჩუქოთ ერთმანეთს ჯანმრთელობა!

                       მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო ციკოლია.


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება