სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვერ წარმოიდგენ, როგორი მნიშვნელოვანია თქვენი ნდობის მოპოვება“- ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „სხივის“ მასწავლებლის „წერილი მოსწავლეს“
04-05-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „სხივის“ მასწავლებელის ოთო დანელიას „წერილი მოსწავლეს“. 

გამარჯობა! ვერ წარმოიდგენ, როგორი მნიშვნელოვანია თქვენი ნდობის მოპოვება. როგორი აუცილებელია, რომ ჩვენ მეგობრები ვიყოთ, თანამოაზრეები. ალბათ, არ გჯერა, რომ მასწავლებლისთვის მოსწავლე შვილია...ასე რომ არ იყოს, ვერაფერს გასწავლიდა, ვერ გიქომაგებდა, ვერ დაგიყვავებდა... ვერც შენიშვნებს მოგცემდა, რომ არ უყვარდე. რომ არ უყვარდე, ვერ დაგაჯერებდა იმაში, რასაც გასწავლის... ერთხელ გეწყინა, მგონი, არ უნდა დამეტუქსე...ცალკე უნდა ამეხსნა, რომ უპასუხისმგებლობა ჩვევაში გადადის და ცხოვრება კი ვალდებულებებს გაკისრებს...მისიის შეუსრულებლობა კი უპერსპექტივობას იწვევს... თავმოყვარესა და ამაყს გეწყინა, რომ კლასის წინაშე შენიშვნა მოგეცი... ისე, იმ დღეს შეიცვალე, მერე აღარ მოსულხარ მოუმზადებელი... თუმცა...ხო, მაინც გეტყობა, რომ ნაწყენი ხარ...ალბათ მშობელს რომ ეთქვა იგივე, აღარ გეწყინებოდა, ან გაბრაზება მალევე გადაგივლიდა... არადა, მასწავლებელსაც შეიძლება უყვარდე...შვილივით უყვარდე... ურთიერთობა თანასწორობით უნდა დაიწყოს...ბავშვიც პიროვნებაა, ზოგჯერ იმაზე საინტერესოც, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყოველთვის ვხედავ შენში პერსონას და არა პატარა ბავშვს, რადგან, ხშირად, იმდენად აღმაფრთოვანებელი აზრები გაქვს, რომ ხელებს მაღლა ვწევ და ვაღიარებ შენი თაობის თვითმყოფად ბუნებას... ზუსტად იცით,რა გინდათ!.. ამასწინათ მითხარი, მე მეომარი გამოვალ, ქვეყანას მეომრები ენატრებაო... შემრცხვა, მე არასდროს მიფიქრია ამაზე...ან მიფიქრია და მეტი არაფერი... შენ კი მზერაში გეტყობა, რომ ორბი ხარ, ქვეყნის მომავალი დარაჯი... დახეული ჯინსების, პირსინგის, ტატუს უკან საინტერესო თაობა დგას და იმაზე მეტს გააკეთებთ, ვიდრე მოკრძალებულად ჩაცმულმა თაობამ შევძელით... ვერ წარმოიდგენ, როგორი მნიშვნელოვანია თქვენი ნდობის მოპოვება...მით უმეტეს, ჩვენ გვჯერა თქვენი... ნუ ჩაუდგებით ჯიბრში პედაგოგებს! არასდროს დაგავიწყდეთ, მასწავლებლებს შვილებივით უყვართ საკუთარი მოსწავლეები... თუ ამას დაიჯერებთ, ყველაფერი გამოვა...

                                                                                                                        ოთო დანელია
                                                                                                                               4.05.2019.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება