| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესს წარმატებით წარმართავს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართულნი დისტანციურ სასწავლო პროცესში.
„ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში სკოლები გადავედით დისტანციური სწავლების რეჟიმზე. როგორც ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს, ჩვენც გაგვიჭირდა თავიდან მუშაობა ამ სისტემით, ბევრ მოსწავლესა და მასწავლებელს წვდომა არ ჰქონდა ინტერნეტთან, მაგრამ ეს საკითხი მალევე მოგვარდა. მასწავლებლებმა შევქმენით ფეისბუქზე „ჩატები“, კლასისა და საგნების მიხედვით, ყველა ჩატში გვყავს სკოლის დირექტორი, რომელიც მუდმივად გვამოწმებს მუშაობის მსვლელობის დროს.
მიუხედავად მოსწავლეების წუწუნისა, (რადგან ენატრებათ ერთმანეთი) მაინც კარგად გაითავისეს , რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო აუცილებელია, ამ მეთოდით სწავლა. დისტანციურ სწავლებას დადებითი ის აქვს, რომ მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, გვეხმარებიან ონლაინ გაკვეთილების ჩატარებაში. ისინი ამჟამად თავადაც არიან საკუთარი შვილების მასწავლებლები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა