სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მივხვდი თუ როგორი მნიშვნელოვანია ყველა ის ადამიანი, ვინც გვიყვარს“ - დაბა კაზრეთის N2 საჯაროს სკოლის მოსწავლის ჩანახატი
04-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯაროს სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე თამარ დაუთაშვილი პანდემიით შეცვლილ ცხოვრებაზე ჩანახატს აკეთებს. ნაშრომში მოსწავლე საკუთარ ემოციებს გვიზიარებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ვახელ თვალებს და ვხედავ, ჩემს ირგვლივ ყველაფერი უცნაურია, თუმცა, დიდად ყურადღება არ მივაქციე... ვაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება. ნელ-ნელა ვხვდები, რომ აღარ არის ისეთი მრავალფეროვანი ცხოვრება, როგორიც აქამდე მქონდა. ხალხი ალაგ-ალაგ ჩანს, აღარ ისმის ბავშვების მხიარული ყიჟინი, სამყარო ისეთი მხიარული აღარაა,როგორიც იყო. ბედნიერების ფერები იკარგება და მას უსიცოცხლო ერთფეროვნება ანაცვლებს. ბუნება შავ-თეთრი ხდება, აქამდე არასდროს მინახავს. გარეთ ვერ გავდივარ, ვერ ვნახულობ მეგობრებს, ვერც ახლობლებს. ვხვდები, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ყველა ის წამი და წუთი მენატრება, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს ვხედავდი და ბედნიერი დღეები მემატებოდა. მენატრება ის მშვიდი და ლაღი ცხოვრება, როცა თავისუფლად შემეძლო მეგობრებთან ერთად გართობა და საათობით „ჭორაობა“. თუმცა, რაც უფრო შორს არიან ისინი, მით უფრო მივხვდი მათ ფასს, რადგან მონატრება მჭამს და მათთან ყოფნის სურვილი მკლავს.

იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როცა ხალხის დანახვა არ მინდოდა და ჩემს თავთან მარტო დარჩენა მსურდა, მაგრამ ახლა რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება ბევრ რამეს შევცვლიდი. ამ ყველაფერს არა მარტო უარყოფითი, არამედ დადებითი თვისებაც აქვს. დიდ დროს ვატარებ მშობლებთან. დედა, რომელიც სულ მუშაობდა და მხოლოდ საღამოს ვხვდებოდი, მამა, რომელიც თავისი საქმით იყო დაკავებული და ჩემთვის დიდი დრო არ რჩებოდა სალაპარაკოდ. ახლა სულ ერთად ვართ. მათი სიყვარული და თბილი დამოკიდებულება ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას ნათელს ხდის... ასევე, მივხვდი თუ როგორი მნიშვნელოვანია ყველა ის ადამიანი, ვინც გვიყვარს და ჩვენს გვერდით არიან. რომ არა ეს ყველაფერი, ვერ მივხვდებოდი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთების უაზროდ გაფლანგვას! რომ არა ეს ყველაფერი, ვერ მივხვდებოდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვარხარ. რომ არა ეს ყველაფერი, ვერ მივხვდებოდი თუ როგორი კარგია სახლში თბილი გარემო. მიჭირს ამ გრძნობის გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ, თუმცა მინდოდა ჩემი ემოციების კვალი ფურცელზე დამეტოვებინა. როდესაც წერას ვიწყებ, ყველანაირი გრძნობა იკარგება, მხოლოდ ვფიქრობ. ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა და ამ დროის განმავლობაში მან უნდა შეძლოს თავისი ცხოვრების გაფერადება. უნდა აკეთოს ის, რაც მას ბედნიერებას ანიჭებს და ღიმილს ჰგვრის...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება