სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია“ - ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა
01-05-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის წარმატებულმა მოსწავლემ ჯინა დანელიამ კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა. 

მოსწავლის ჩანახატს უცვლელად გთავაზობთ. 

„მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა კარანტინშია. დრო მაქვს იმისთვის,რომ ვიფიქრო, როგორი იყო მსოფლიო კორონავირუსამდე და როგორია ახლა, ვირუსის დროს... ისიც საინტერესოა, რა იქნება ვირუსის შემდეგ. ბევრი ბუნდოვანებაა იმასთან დაკავშირებითაც თუ როგორ ტრანსფორმირდება მსოფლიო. ერთი რამ ნათელია, მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ამ დრომდე იყო.შეიცვლება ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ყოველდღიურობა.

მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლებოდა, პანდემიამ კი ეს პროცესი უფრო დააჩქარა. ყველას,ვისაც წარმატების მიღწევა ელოდა, კორონავირუსის შემდგომ მოუწევს სწრაფი ადაპტაცია სამყაროში. მან უნდა შეძლოს და მუდმივად განავითაროს უნარები,რაც აუცილებელია პერსპექტიული ნაბიჯებისთვის. ამ ყველაფერთან ერთად ვზივარ მე, სკოლის მოსწავლე და ვაანალიზებ, თუ რა კარგი ყოფილა სკოლაში გატარებული დრო მასწავლებლებსა და ჩემს მეგობრებთან ერთად. მენატრება დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა. მენატრება საყვარელი ადამიანების ჩახუტება.წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია,როცა გინდა,შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ჩაეხუტო და ამას ვერ აკეთებ. მეშინია, ამან ადამიანურ ურთიერთობებზე ნეგატიურად არ იმოქმედოს და არ გავუუცხოვდეთ ერთმანეთს...

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსი არ იყო, სხვა რიტმით ვცხოვრობდით, ვერთობოდით, სიცოცხლე გვიხაროდა. ახლა კი ქვეყანაში სიჩუმეა. ცხრა საათის შემდეგ კი მოსახლეობა თითქოს სიცოცხლეს წყვეტს... ამ სიჩუმეში, სხვა რა დამრჩენია, გარეთ გავდივარ და ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და მსოფლიო ძველ რეალობას დაუბრუნდება, ახალი მუხტითა და შემართებით.

ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ ჰიგიენა და საზოგადოებრივი დისტანცირება, რათა ის უსიამოვნებები, რაც მოსალოდნელია, თავიდან ავიცილოთ. შინ ყოფნა ჩვენი პლანეტის გადარჩენის მთავარი იარაღია...“

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება